რას არ გაიგებ/ფაქტები

ნორვეგიაში დაკარგული ძაღლი 19 დღის შემდეგ ვენეციაში იპოვეს

ვენეციაში იპოვეს ძაღლი, სახელად კომპისი, რომელიც ნორვეგიაში დაიკარგა. ამის შესახებ ნორვეგიული გამოცემა TV2 იტყობინება.

გამოცემის ცნობით, ძაღლის პატრონმა მარი კარლსენმა განაცხადა, რომ კომპისთან ერთად სახლის ეზოში თამაშობდა, შემდეგ სახლში შევიდა სწრაფად, რათა ეტლში მყოფი თავისი მცირეწლოვანი შვილი გამოეყვანა, მაგრამ როდესაც დაბრუნდა, ძაღლი ვეღარ იპოვა. ძაღლი ბაღიდან, როგორც ჩანს, ქუჩაში გაიქცა, სადაც, როგორც შემდეგ გაირკვა, ბოლოს იგი მეზობელმა ქალმა დაინახა. მარი კარლსენმა ძაღლს ძებნა დაუწყო, მაგრამ უშედეგოდ. 4-საათიანი ძებნის შემდეგ კარლსენებმა პოლიციას მიმართეს და ძაღლის გაუჩინარების შესახებ სოციალურ ქსელებშიც დაწერეს.

მათი თქმით, ძაღლი მთელი 7 წელი მათი ოჯახის ნაწილი იყო, ამიტომ მის დაკარგვას ძალიან განიცდიდნენ, ყველგან ეძებეს და ერთი კვირის შემდეგ „დანებდნენ“, იფიქრეს, რომ ვეღარასდროს ნახავდნენ.

19 დღის შემდეგ კი მარის იტალიელმა ვეტერინარმა დაურეკა და შეატყობინა, რომ მისი ძაღლი ვენეციაშია. ძაღლი ექიმთან იტალიელმა წყვილმა მიიყვანა, რომელსაც ეგონა, რომ ის ადგილობრივებმა დაკარგეს. ჩიპზე ინფორმაციის შემოწმების შემდეგ კი ვეტერინარმა აღმოჩნდა, რომ კომპისი „ნორვეგიელი“ იყო.

ვეტერინარის ზარის მარი კარლსენი დედასთან ერთად ვენეციაში გაემგზავრა და კომპისი სახლში დააბრუნა. რა შეემთხვა ძაღლს იმ 19 დღის გან,ავლობაში, რაც არ ჩანდა და როგორ აღმოჩნდა იტალიაში, გაურკვეველია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close