პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა – ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია

დღეს, 21 მაისს, დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე საბერძნეთში საყოველთაო არჩევნები მიმდინარეობდა – საბერძნეთის მოქალაქეებმა ახალი მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა აირჩიეს 4 წლის ვადით. როგორც კი საარჩევნო უბნები დაიკეტა 19:00 სთ-ზე,  მაშინვე გამოქვეყნდა ეგზიტპოლების შედეგები.

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, კირიაკოს მიცოტაკისის „ნეა დიმოკრატიას“ 36–40% აქვს, ალექსის ციპრასის „სირიზას“ –  25–29%, მას მოსდევენ: „პასოკი“  9,5–12,5%-ით. ΚΚΕ  6%–8%-ით, Ελληνική Λύση 3,5% -5,5%-ით, ΜέΡΑ25 2,5%–4,5%-ით,  λεύση Ελευθερίας  2,2%–4,2%-ით.

  • Νέα Δημοκρατία 36%-40%
  • ΣΥΡΙΖΑ 25%-29%
  • ΠΑΣΟΚ 9,5%-12,5%
  • ΚΚΕ 6%-8%
  • Ελληνική Λύση 3,5%-5,5%
  • ΜέΡΑ25 2,5% -4,5%
  • Πλεύση Ελευθερίας: 2,2%-4,2%

ამ პროცენტული შეფარდების შესაბამისად, პარტიები პარლამენტში მიიღებენ მანდატებს:

„ნეა დიმოკრატია“ /Νέα Δημοκρατία  121-125 მანდატი
„სირიზა“/ ΣΥΡΙΖΑ        86-89 მანდატი
„პასოკი“/ΠΑΣΟΚ          35-36 მანდატი
ΚΚΕ                               22-23 მანდატი
Ελληνική Λύση              15-15 მანდატი
ΜέΡΑ25                         11-12 მანდატი
Πλεύση Ελευθερίας:        0-11 მანდატი

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იმისათვის, რომ პარტიამ 300-წევრიან პარლამენტში ადგილები მიიღოს, 3%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ დამატებითი არჩევნები გახდება საჭირო, ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტია ბონუსის სახით კიდევ 50 ადგილამდე მიიღებს.

ეგზიტპოლები ჩაატარეს კომპანიებმა – ALCO, MARC, METRON ANALYSIS, MRB HELLAS AE, Pulse და GPO: სატელევიზიო არხების დაკვეთით Mega (Metron Analysis-თან ერთად), Open ( МRB-სთან ერთად), Star (GPO-სთან ერთად), Alpha (Alco-სთან ერთად), ANT1 (Marc-თან ერთად) და SKAI (Pulse-Tan erTad), ერთობლივ ეგზიტპოლებში მონაწილეობდა Action24-იც

ქვეყნის ახალი საარჩევნო რეფორმის მიხედვით, თუ პარტია აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო ხმების რაოდენობას ვერ მიიღებს, კოალიციური მთავრობა შეიქმნება. პოლიტიკის ანალიტიკოსების შეფასებით, კირიაკოს მიცოტაკისის [მმართველ] პარტიას ერთმნიშვნელოვანი გამარჯვებისთვის ამომრჩეველთა ხმების 45%-ზე მეტი დასჭირდება. ეგზიტპოლების შედეგები თუ მნიშვნელოვნად არ შეიცვალა, საბერძნეთში არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პარტია არჩევნების პირველ ტურში აშკარა უპირატესობით ვერ გაიმარჯვებს, საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ მიღებული ხმების რაოდენობით პირველ სამ პარტიას ადმინისტრაციის შესაქმნელად სამდღიან მანდატს გადასცემს, ხოლო თუკი პარტიები კოალიციის ფორმირებას ვერ შეძლებენ, პრეზიდენტი არჩევნების მეორე ტურს დანიშნავს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close