ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 22-28 მაისი

2023 წლის 22 მაისიდან 28 მაისამდე  პერიოდი სავსე იქნება მზარდი მთვარის ენერგიით და გაზაფხულის ბოლო კვირა უპრობლემოდ ჩაივლის. ეს არის ძალიან ხელსაყრელი დრო, როდესაც  ვარსკვლავების განლაგება ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს და საქმეები წინ მიდის, თუმცა არ ღირს მკვეთრი ცვლილებებისა და აქტიური ქმედებების დაგეგმვა – კვირა უფრო მეტად დაუთმეთ ენერგიის დაგროვებას, რომელიც უახლოეს მომავალში შეიძლება დიდი საქმეებისთვის გამოიყენოთ. დახვეწეთ თქვენი კულინარიული უნარები სრულყოფილებამდე, გააკეთეთ მინი რემონტი სახლში ან საბოლოოდ დაასრულეთ ის პროექტი, რომელზე მუშაობაც მხოლოდ თქვენთვის ცნობილი მიზეზის გამო დროებით შეწყვიტეთ.

 

ვერძი

ამ კვირაში მზად ხართ, ნებისმიერი დავალება შეასრულოთ, რაც ძალიან გამოგადგებათ, რადგან შესაძლოა პერსპექტიული საქმიანი წინადადება მიიღოთ. შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ, მაგრამ ფრთხილად იყავით, იმაზე მეტს არავის არაფერი დაჰპირდეთ, ვიდრე შეგიძლიათ. პირად ცხოვრებაში აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და ქმედებები, რათა თქვენი საყვარელი ადამიანები უხეშობითა და თავშეუკავებლობით არ დააზიანოთ. თუ ახალი საქმის დაწყებას გეგმავთ, გაითვალისწინეთ, რომ ახლა ამის შესაფერი დრო არ არის. შეეცადეთ, შაბათ-კვირას დიდი ხნის უნახავი მეგობრები მოინახულოთ და დრო მხიარულად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 23, 27.

არასასიკეთო დღე: 24.

 

კურო

ამ კვირაში შეიძლება ბევრი რამ თქვენი გეგმის მიხედვით არ  წარიმართოს, მაგრამ სიმშვიდე და თავდაჯერებულობა უნდა შეინარჩუნოთ. სურვილი გაგიჩნდებათ, შეცვალოთ არა მხოლოდ თქვენი იმიჯი, არამედ თქვენი შინაგანი მდგომარეობა. კარგად დაფიქრდით და არავის მისცეთ უფლება, თავიანთი მიზნებისთვის გამოგიყენონ. კვირის დასაწყისი საკმაოდ ხელსაყრელია საქმიან სფეროში, თუ მოახერხებთ, რომ არ ინერვიულოთ და ძალიან არ დაიტვირთოთ. შაბათს შესაძლოა თქვენს პირად ცხოვრებაში ახალი ადამიანი გამოჩნდეს. ზოგიერთი ოჯახური პრობლემა თქვენი ჩარევის გარეშეც მოგვარდება.

სასიკეთო დღეები: 22, 28.

არასასიკეთო დღე: 25.

 

ტყუპი

ამ კვირაში კამათს და დისკუსიას მოერიდეთ. მეტიც, შეეცადეთ, მხარეთა შეხედულებებზე კომენტარიც კი არ გააკეთოთ, რაც არ უნდა დიდი იყოს ცდუნება. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და მალე ყველაფერი გაირკვევა. მიხვდებით, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ და საჭირო, მომგებიან გადაწყვეტილებებს იღებთ. თქვენი სანუკვარი სურვილი ახდება. ხუთშაბათს შესაძლებელია საინტერესო საქმიანი წინადადება მიიღოთ, ყურადღება მიაქციეთ, გამოგადგებათ. კვირის ბოლოს საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 22.

 

კირჩხიბი

სამსახურში დაფასდება თქვენი სურვილი, სწრაფად შეუერთდეთ საერთო საქმეს, მაგრამ ნუ შეეცდებით, ყველა პრობლემა მარტომ მოაგვაროთ. გულწრფელი კეთილგანწყობა და დიპლომატია ადამიანებთან ურთიერთობისას თქვენი წარმატების საწინდარია. ენერგიას, თავდაჯერებულობას, წინსვლის სურვილს ასხივებთ და ეს თვისებები ყოველთვის დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში. პირად ცხოვრებაში არ გაიმეოროთ წარსულის შეცდომები, ამან შეიძლება მხოლოდ იმედგაცრუება მოგიტანოთ. შეეცადეთ, შაბათ-კვირა მშვიდ გარემოში გაატაროთ და კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 24.

 

ლომი

ეს კვირა სავსეა მრავალფეროვანი მოვლენებით, მხიარულებითა და საზრუნავებით. ადვილი არ იქნება ყველაფრის მართვა და  მოგვარება. მოერიდეთ ნაჩქარევ ფრაზებს და გადაწყვეტილებებს, ფრთხილად იყავით უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას. გამორიცხული არ არის  საინტერესო მოგზაურობები. არ დაგავიწყდეთ, დახმარების ხელი გაუწოდოთ მეგობრებს. ოჯახური პრობლემები შეუმჩნევლად დაიწყებს მოგვარებას. თქვენი ინტუიცია და ტაქტის გრძნობა საშუალებას მოგცემთ, ბრწყინვალედ დააღწიოთ თავი რთულ სიტუაციას პარასკევს. შაბათ-კვირას საინტერესო ამბებს შეიტყობთ.

სასიკეთო დღეები: 25, 28

არასასიკეთო დღე: 22.

 

ქალწული

შეეცადეთ, ამ კვირაში  მთავარ საკითხზე  გაამახვილოთ ყურადღება და წვრილმანებზე დრო არ დახარჯოთ. შესაძლოა, თქვენი გეგმები შეიცვალოს, მაგრამ არ ინერვიულოთ, მშვიდად მიიღეთ არსებული სიტუაცია და კარგად გააანალიზეთ, რა დადებითი შედეგი შეიძლება მოგიტანოთ.  შუა კვირაში შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები და ახალი ნაცნობობა. ნათესავებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან ურთიერთობისას იყავით ტაქტიანი და მეგობრული, ნუ უგულებელყოფთ მათ რჩევებს, ის უმეტესწილად გონივრული იქნება. შაბათ-კვირას  უმჯობესია მაღაზიებს ესტუმროთ და სასურველი ნივთები შეიძინოთ.

სასიკეთო დღეები: 23, 27.

არასასიკეთო დღე: 24.

 

სასწორი

ეს კვირა ხელსაყრელია ახალი ბიზნესისთვის, საქმიანი პარტნიორებისა და თანამოაზრეების ძიებისთვის. ერთადერთი, რამაც შეიძლება თქვენი განწყობა დაჩრდილოს, ეს არის ტყუილი პარტნიორის მხრიდან პირად ცხოვრებაში, მაგრამ მიეცით მას საშუალება, ყველაფერი აგიხსნათ, შეიძლება მისი საქციელი ნაწილობრივ თქვენი ბრალიცაა. შეეცადეთ, შეინარჩუნოთ ჰარმონია კოლეგებთან, მეგობრებთან და ოჯახთან ურთიერთობაში და თავიდან აიცილოთ სავარაუდო კონფლიქტები და გაუგებრობები. გამოიყენეთ თქვენი კოლოსალური დიპლომატიური უნარები და ვარსკვლავები წარმატებებს გპირდებიან როგორც პირად, ისე პროფესიულ ასპარეზზე.

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 28.

 

მორიელი

როგორც ვარსკვლავები მიუთითებენ, ამ კვირაში შეგიძლიათ წარმატების იმედი გქონდეთ როგორც პროფესიულ, ისე პირად საკითხებში. სამშაბათს ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ, თუ ნარცისიზმი არ შეგაწუხებთ. ოთხშაბათს და ხუთშაბათს პროფესიულ სფეროში თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება. პრობლემების არაჩვეულებრივი გადაჭრის უნარით მიღებული შთაბეჭდილების გამო უფრო და უფრო ხშირად მოგთხოვენ დახმარებას, რამაც შეიძლება შესანიშნავი პერსპექტივები გაგიხსნათ. გამოიყენეთ თქვენი პოტენციალი მაქსიმალურად – ეს თქვენი შანსია!

სასიკეთო დღეები: 23, 27.

არასასიკეთო დღე: 26.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში შანსი გექნებათ, გადადგათ პირველი ნაბიჯები პროფესიულ ასპარეზზე წინსვლისკენ. საკუთარი თავის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენით არსებული სიტუაციიდან ბევრ სასარგებლო და პერსპექტიულ რამეს გაიგებთ. შეეცადეთ, „დაახარისხოთ“ თქვენი იდეები და გეგმები, ხელახლა შეაფასოთ პრიორიტეტები და შესაძლებლობები, რათა პრობლემები ადვილად გადალახოთ. საინტერესო სიახლეები გაგახარებთ სამშაბათს ან ოთხშაბათს. პარასკევს შეხვედრები და მოლაპარაკებები წარმატებული იქნება. შაბათ-კვირას შესაძლოა უცხო ქვეყანაში მყოფი ახლობლების ჩამოსვლამ და მათმა სტუმრობამ გაგახაროთ.

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 22.

 

თხის რქა

ამ კვირაში მცირე ძალისხმევა გჭირდებათ თქვენი მიზნების მისაღწევად – სასურველ შედეგს მიიღებთ. გაითვალისწინეთ, რომ ოთხშაბათი კვირის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დღეა და შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. შესანიშნავი დროა, გამოავლინოთ საკუთარი თავი მთელი თქვენი საუკეთესო თვისებებით როგორც სამსახურში, ისე პირად, რომანტიკულ ურთიერთობაში. ხელსაყრელი პერიოდია მეგობრებთან შესახვედრად და გულისსწორთან განმარტოებისთვის. შეეცადეთ, შაბათ-კვირას მშვიდ გარემოში დაისვენოთ, წინ ახალი მწვერვალები გელით და კარგი დასვენების შემდეგ მათი დაპყრობა ბევრად უფრო გაგიადვილდებათ.

სასიკეთო დღეები: 27, 28.

არასასიკეთო დღე: 25.

 

მერწყული

იმისთვის, რომ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული იყოთ, არ დაკარგოთ თვითკონტროლი. ახლო მეგობრებსაც კი არ გაუმხილოთ თქვენი გეგმები. შეეცადეთ, შემდეგისთვის  არ გადადოთ ის, რის გაკეთებაც ახლა შეგიძლიათ. კვირის მეორე ნახევარში ხელსაყრელი მომენტი დადგება რომანტიკული შეხვედრებისთვის. ხუთშაბათს მოგიწევთ შეცდომებისა და ხარვეზების აღმოფხვრა პირად ცხოვრებაში. შაბათს მიზანშეწონილია, არ დაგეგმოთ  მოგზაურობები, ისინი შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს.

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 24.

 

თევზები

ეს კვირა ხელსაყრელი იქნება ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე რთული საკითხის გადასაჭრელად, რომელიც საჭიროებს დამტკიცებას უფრო მაღალ ინსტანციებში. ბევრ თქვენგანს გაუჩნდება ბრწყინვალე იდეები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი პროექტების განხილვასა და დამტკიცებაში. მოგზაურობა, შეხვედრები და ახალი პროექტები დადებით შედეგს მოიტანს. მზად უნდა იყოთ სასიამოვნო მოულოდნელობისთვის. შაბათ-კვირას მოაწყვეთ გენერალური დასუფთავება სახლში, შეეცადეთ, მოიცილოთ ის ნივთები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში არასდროს გამოგიყენებიათ და არც მომავალში გამოიყენებთ – გაათავისუფლეთ ადგილი სიახლეებისთვის!

სასიკეთო დღეები: 24, 27.

არასასიკეთო დღე: 23.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close