ვიდეოქართველები უცხოეთშიხელოვნება

ბარბარე მახათაძემ ესპანურ კონკურსში „ბრმა მოსმენაზე“ ნამდვილი ფურორი მოახდინა – ნახეთ ჟიურის წევრების რეაქცია (ვიდეო)

11 წლის ქართველმა მომღერალმა ბარბარე მახათაძემ, რომელიც ესპანურ საბავშვო „ვოისში“/ La Voz Kids  მონაწილეობს, გუშინ, 20 მაისს ბრმა მოსმენისას ნამდვილი ფურორი მოახდინა. ბარბარემ ჟიურის 4-ვე წევრი შემოაბრუნა და მწვრთნელების და დარბაზის ხანგრძლივი აპლოდისმენტები და ოვაციები დაიმსახურა.

ესპანური „ანტენა 3“ წერს: 

„ბარბარე მახათაძე საქართველოდან 10 წლისაა და მხოლოდ ერთი თვეა, ესპანეთში ცხოვრობს. ნიჭიერი გოგონა ინგლისურად და ქართულად მღერის და ამბობს, რომ ფლამენკო უყვარს.

პატარა გოგონა სცენაზე ავიდა და შეასრულა “Creep”, ძალიან განსაკუთრებული სიმღერა. როგორც კი მან სიმღერა დაიწყო, მწვრთნელები მისმა ხმამ გააოცა და ღილაკზე დაჭერისთვის დიდი დრო არ დასჭირვებიათ.

პირველისებასტიან იატრა შემოუბრუნდა, რომელმაც არ დააყოვნა ფეხზე წამოდგომა, როცა პატარა გოგონას სიმღერა გაიგონა.

ნიჭიერმა [მომღერალმა] რევოლუცია მოახდინა მწვრთნელებში, რომლებმაც ფეხზე წამოდგომით შეაქეს მისი შესრულება. ოთხივე მწვრთნელი აღფრთოვანებული დარჩა მისი ხმით და თითოეული შეეცადა ბარბარეს დარწმუნებას, სწორედ ის აერჩია.

საბოლოოდ ბარბარემ დავიდ ბისბალი (David Bisbal) აირჩია, რამაც დანარჩენი მწვრთნელები ძალიან დაამწუხრა, რადგან ყველას სურდა, იგი თავის გუნდში ეხილა. ბისბალმა ერთ-ერთი საუკეთესო ხმა მიიღო.

დავიდ ბისბალი

იგი ძალიან ბედნიერი იყო, როდესაც ნიჭიერმა გოგონამ თქვა, რომ მის გუნდს ირჩევს, თავი ვერ შეიკავა, რომ სიხარულისგან არ შემხტარიყო და მაგრად ჩაიკრა გულში.

ნუცა ყაველაშვილი

11 წლის ბარბარე მახათაძე ესპანურ VOICE-ში მონაწილეობს (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close