მედიცინა

სისხლის ტესტით ალცჰაიმერის დაავადება შეიძლება სიმპტომების გამოჩენამდე 10 წლით ადრე დაფიქსირდეს

რაც უფრო ადრე მოხდება ალცჰაიმერის დაავადების დაფიქსირება, რა თქმა უნდა, მით უკეთესია, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის ადვილი და საიმედო მეთოდი არ არსებობს… თუმცა, ახალი კვლევის წყალობით, ეს დაავადება სიმპტომების გამოჩენამდე 10 წლით ადრე შეიძლება დაფიქსირდეს სისხლის მარტივ ტესტში, რა თქმა უნდა, თუ საბოლოოდ დამტკიცდება, რომ ახალი მოდელი სწორია.

მკვლევრებმა სისხლში შაქრის მოლეკულა დაუკავშირეს ამილიოდ ბეტას და ტაუ-ცილების არანორმალურ დაგროვებას, რაც ალცჰაიმერისთვის არის დამახასიათებელი. ეს ცილები თავის ტვინში გროვდებიან და ნეირონებს კლავენ.

„შაქრის მოლეკულებისგან აგებული სტრუქტურების, გლიკანების როლი შედარებით შეუსწავლელი სფეროა დემენციის კვლევებში. ჩვენს კვლევაში ვაჩვენეთ, რომ სისხლში გლიკანების დონე დაავადების განვითარებისას ადრეულ ეტაპზევე იცვლება“, – ამბობს შვედეთის სამედიცინო სამეფო ინსტიტუტის ნევროლოგი რობინ ჟიუ ჟუ.

მკვლევრებმა 233 ადამიანის მონაცემები შეისწავლეს; ეს ადამიანები დაბერებისა და მოვლის შვედეთის ეროვნულ კვლევაში მონაწილეობდნენ. პირველი მონაცემები 2001-2004 წლებშია შეგროვებული, შემდეგი დაკვირვებები კი 17 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მონაწილეთა ასაკის მიხედვით, დადგენილი ინტერვალებით.

როგორც მონაცემებმა აჩვენა, ინდივიდებს, რომელთა სისხლში გლიკანებისა და ტაუ-ცილების შესაბამისი დონე იყო, ორჯერ მაღალი ჰქონდათ ალცჰაიმერის ტიპის დემენციის განვითარების რისკი. ასეთი კავშირი მანამდეც იყო შემჩნეული ხერხემლის ცერებროსპინალურ სითხეში, მაგრამ სისხლის ტესტები გაცილებით ადვილად ჩასატარებელია.

თუკი ეს დასკვნები საბოლოოდ ალცჰაიმერის სკრინინგ-ტესტად იქცა, მკვლევრებს სხვა კრიტერიუმების დამატებაც სურთ, მაგალითად, APOE4 გენის ძებნა, რომელიც ასევე დაკავშირებულია ალცჰაიმერის განვითარების მაღალ რისკთან.

მიუხედავად იმისა, რომ ალცჰაიმერისგან განკურნების ან მისი ეფექტების უკუქცევის საშუალება ჯერ არ გვაქვს, არსებობს მისი სიმპტომების მართვის გზები; ასეთმა აღმოჩენებმა კი შეიძლება უფრო ახლოს მიგვიყვანოს იმის გაგებასთან, რატომ ჩნდება ალცჰაიმერი და როგორ შეიძლება მისი პრევენცია.

შემოკლებული ვერსია

სრული ვერსია წაიკითხეთ აქ: 1tv.ge/news/siskhlis-testit-alchaimeris

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close