მედიცინასაზოგადოება

ნიდერლანდების მთავრობამ უკურნებელი სენით დაავადებული 12 წლამდე ასაკის ბავშვების ევთანაზია დაამტკიცა

ნიდერლანდების მთავრობამ უკურნებელი სენით დაავადებული 1-იდან 12 წლამდე ასაკის  ბავშვების ევთანაზია დაამტკიცა.

ქვეყნის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გააფართოოს ევთანაზიის მოქმედება და დაამტკიცა მისი გამოყენება ერთიდან 12 წლამდე ასაკის უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვებისთვის, რომლებიც აუტანელ ტანჯვას განიცდიან. ამის შესახებ NL Times-ი წერს ჰოლანდიის მთავრობის მიერ წინა კვირაში გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით.

ჯანდაცვის მინისტრის, ერნსტ კოიპერსის თქმით, დადგენილების რეალიზაციას მიმდინარე წლის განმავლობაში ელოდებიან. მის დასამტკიცებლად მთავრობას საკანონმდებლო ორგანოს თანხმობა არ სჭირდება.

კოიპერსი განმარტავს, რომ ახალი პირობები, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება წელიწადში მხოლოდ 5-10 ბავშვზე, რომელთათვისაც ევთანაზია „ერთადერთი გამოსავალია აუტანელი ტანჯვისგან თავის დასაღწევად“. მან ხაზი გაუსვა, რომ საუბარია მძიმედ დაავადებულ ბავშვებზე, რომელთა სიკვდილი უახლოეს მომავალში გარდაუვალია. „ეს განსაკუთრებით რთული საკითხია, რომელიც ძალზე მძიმე სიტუაციებს ეხება. სიტუაციებს, რომლებთან შეჯახებას არავინ ისურვებდა“, – აღნიშნა მინისტრმა.

ამ დროისათვის ნიდერლანდების სამეფოსა და მის მეზობელ ბელგიაში ლეგალიზებულია ერთ წლამდე  და 12-იდან 16 წლამდე წლამდე ასაკის ბავშვების ევთანაზია მშობლების თანხმობით.

როგორც ცოტა ხნის წინ ვწერდით, მალე საფრანგეთი შესაძლოა მორიგი ევროპული ქვეყანა გახდეს, სადაც აქტიური ევთანაზია დაკანონდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close