ეკონომიკასაქართველო

თბილისში „ბოთლიყლაპია აპარატები“ გამოჩნდება

თბილისში „ბოთლიყლაპია აპარატები“ 3 თვეში გამოჩნდება. პროექტის ავტორია USB კაბელების დამამზადებელი კომპანია „ტენე“.

IDM Crack

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ „ტენეს“ დამფუძნებელმა სანდრო ლილუაშვილმა განაცხადა, აპარატები პლასტმასის და თუნუქის ქილების  გადამამუშავებელი ქარხნის ერთგვარი ბანკომატი იქნება, რომლიდანაც მოქალაქეებს საწყის ეტაპზე ვირტუალური ფულის, შემდეგ კი რეალური ფულის მიღება შეეძლებათ.

„[მოქალაქეები] გამოყენებულ ბოთლებს და თუნუქის ქილებს ფულში გადაცვლიან. მომხმარებლის იდენტიფიცირება ტელეფონის ნომრით მოხდება, სპეციალურად მინიჭებული QR კოდით კი დაგროვდება  ქულები, რომლის გამოყენებაც „ტენეს“ სხვადასხვა  პარტნიორ მაღაზიაბში პროდუქტებზე ფასდაკლებებს მიიღების ფორმით იქნება შესაძლებელი“, – აცხადებს ლილუაშვილი.

სავარაუდო ადგილებად განიხილება სავაჭრო მოლები, ბაზრობები და სხვადასხვა ხალხმრავალი ობიექტი. საწყის ეტაპზე „ტენე“ 3 აპარატის წარმოებასა და მონტაჟს გეგმავს.

მისივე განცხადებით, „ბოთლიყლაპია აპარატების“ აწყობას ქართული ტექნოლოგიური კომპანია Edison Tech-ი უზრუნველყოფს.

როგორც ლილუაშვილი განმარტავს, 1 აპარატის გასაყიდი ფასი დაახლოებით 20 000 ლარი იქნება.

„მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი აპარატები იწარმოება, თუმცა მათ საკმაოდ მაღალი თვითღირებულება აქვთ. თბილისში,  ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინიციატივით, იგეგმებოდა მსგავსი აპარატების მონტაჟი, თუმცა ეს პროექტი აქამდე არ განხორციელებულა. 30 000 ევრო ჯდება 1 აპარატი და ჩვენ 20 000 ლარად შეგვიძლია მისი გაყიდვა“, – აცხადებს ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ბოთლიყლაპია აპარატების“ პროექტი  2018 წელს თბილისში „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. მაშინ  „ბოთლიყლაპია  აპარატების“  პროექტის ავტორი კუკური ბარამიძე იყო.

„ბოთლიყლაპია აპარატები“ უკვე მრავალი წელია გამოიყენება ევროპის ქვეყნებში პლასტიკის და თუნუქის მილების შესაგროვებლად.

 

მსგავს თემაზე: მამაკაცმა ერთი ცარიელი ბოთლით 44 000 ევრო იშოვა

მოსაზრებული გერმანელი – მამაკაცმა ერთი ცარიელი ბოთლით 44 000 ევრო იშოვა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close