კორუფციაში ბრალდებული ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი შობას საპატიმროში შეხვდება – ბელგიის სასამართლომ ბერძენ პოლიტიკოსს წინასწარი პატიმრობა ერთი თვით გაუხანგრძლივა.
მას ქრთამის სანაცვლოდ კატარის ინტერესების უკანონოდ ლობირებაში ედება ბრალი. ევა კაილი აცხადებს, რომ უდანაშაულოა.
როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, ადვოკატები ევა კაილის გათავისუფლებას ითხოვდნენ ელექტრონული სამაჯურის ტარების პირობით, თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა, წინასწარი პატიმრობა ერთი თვით გაეხანგრძლივებინა. ევა კაილის ბელგიის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 24 საათის განმავლობაში შეუძლია და მის საჩივარს 15 დღეში განიხილავენ, თუმცა, ადვოკატის თქმით, ისინი სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვას არ აპირებენ.
ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი ორი კვირაა, ციხეშია. მასთან ერთად დაკავებულია კიდევ სამი პირი, მათ შორის, ერთი ყოფილი ევროპარლამენტარი.
ამავე თემაზე:
სკანდალი: ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ბერძენი დეპუტატი ევა კაილი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
კორუფციული სკანდალი ევროპარლამენტში: ამოღებულია 1,5 მლნ ევრო ნაღდი ფული… „ეს მხოლოდ დასაწყისია“ (?!)
კომენტარები