ჰყავს თუ არა პუტინს დედა? და თუ ჰყავს, არის თუ არა ის საქართველოში მცხოვრები ვერა პუტინა? (ვიდეო)
წაშლილი ბიოგრაფია
ჰყავს თუ არა პუტინს დედა? და თუ ჰყავს, არის თუ არა ის საქართველოში მცხოვრები ვერა პუტინა, რომელიც 96 წლისაა? მას საზოგადოებასთან კომუნიკაცია უკვე აღარ შეუძლია. რეალობაა თუ მითი, არავინ იცის, მაგრამ მთელი მსოფლიო ცდილობს დაადგინოს, ვინ არის ვლადიმირ პუტინის ნამდვილი დედა.
დიქტატორის ბიოგრაფიაში ბევრი გასაიდუმლოებული დეტალია, თუმცა კასპის რაიონის სოფელ მეტეხში დღესაც შეხვდებით ადგილობრივებს, რომლებსაც ნამდვილად ჰყავდათ კლასელი ბიჭი, სახელად ვლადიმერი და გვარად პუტინი.
ვლადიმირ პუტინი რომ ნამდვილად ცხოვრობდა საქართველოში, ამაზე წერენ ევროპელი ჟურნალისტები. მის ბიოგრაფიას იკვლევს და წიგნიც დაწერა პოლონელმა ჟურნალისტმა კრისტინა კურბაჩ-რედლიხმა. ინტერვიუში ის ჰყვება, რა არგუმენტები აქვს, რომელთა საფუძველზეც ამტკიცებს, რომ დიქტატორი მეტეხელი ვლადიმერ პუტინია.
კომენტარები