fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალიაში „პუტინის სასახლის“ არქტიექტორის 141 მილიონი ევროს ქონება დააყადაღეს

იტალიის საგადასახადო პოლიციამ ერთ-ერთი არქიტექტორის 141 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ქონება დააყადაღა. Reuters-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დაყადაღებული ქონება ეკუთვნის შავ ზღვაზე გელენჯიკში მდებარე სასახლის პროექტის ავტორს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისაა.

სააგენტოს ცნობით, 3 აგვისტოს პოლიციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ ჩამოართვეს აქტივები „ცნობილ პროფესიონალს“ ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ბრეშაში. სამართალდამცველებმა სახელის დაკონკრეტებაზე უარი განაცხადეს და დააზუსტეს, რომ საუბარი იყო საგადასახადო თაღლითობაზე.

Reuters-ის წყარო ირწმუნება, რომ აქტივები ლანფრანკო ჩირილოს (Lanfranco Cirillo) ეკუთვნის. არქიტექტორის ადვოკატმა ჟურნალისტის შეკითხვას არ უპასუხა.

აპრილში იტალიური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ცირილომ დაადასტურა, რომ მან დააპროექტა ეს შენობა, მაგრამ მან თქვა, რომ ეს იყო „კერძო ჯგუფის დაკვეთით და არაფერი აქვს საერთო პუტინთან“.

realpolitika.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close