კინო/ფილმებიქართველები უცხოეთშიარტისტი

ქართველი მსახიობი თურქულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს (ვიდეო)

ცნობილი თურქული სერიალის მე­სა­მე სე­ზონ­ში „სხვისი შვილი“ (Emanet) მთავარ პერსონაჟს ქართველი მსახიობი ნანა სტამბოლიშვილი განასახიერებს. ნანა პარტნიორობას გაუწევს პოპულარულ თურქ მსახიობს ჰალილ იბრაჰიმ ჯეიჰანს.

სერიალი წლებია სხვადასხვა ქვეყანაში დიდი რეიტინგით სარგებლობს. საქართველოში ის ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადის.

ნანა სტამბოლიშვილზე არც ისე ბევრი ინფორმაცია მოიპოვება.

32 წლის მსახიობი მოდელი და მოცეკვავეცაა, ასევე, აქვს საკუთარი ტანსაცმლის ხაზი – „ნანა ქართველი“.

ნანას ჰყავს მე­უღ­ლე – ლაშა მგე­ლა­ძე და ერთი შვი­ლი. წყვილი ბათუმში ცხოვრობს. ცნობილია, რომ მათ ერთმანეთი კაბადოკიაში გაიცნეს 15 წლის წინათ.

ახალი თურქული სერიალის პირველ თიზერი თავად ნანამ Facebook-ზე გამოაქვეყნა და თაყვანისმცემლებს მხრადაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„უკვე ოფიციალურად შემიძლია დაგიდასტუროთ ეს ინფორმაცია… უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ვინც მგულშემატკივრობთ… თქვენი გვერდით დგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია… პირველ რიგში, ჩემი ქართველები მაძლევთ სტიმულს და ძალას… ვეცდები, ღირსეულად გავართვა თავი და წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა და ქართველები ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება. უამრავი წერილი შემომდის… გაზიარებაზე მონიშვნა, კომენტარი… დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებ ყველას წაკითხვას და პასუხის გაცემას… მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები მიყვებიან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე გაგახარეთ. უფალი ჩვენკენ“, – წერს მსახიობი.

სე­რი­ა­ლის სი­უ­ჟე­ტი ასე ვი­თარ­დე­ბა: პა­ტა­რა ბიჭუნა, რო­მე­ლიც დედ-მა­მას და­კარ­გავს, დაპირისპირების მი­ზე­ზი ხდე­ბა. ბი­ჭის ბიძა ცდი­ლობს ძმისშ­ვი­ლი თა­ვად აღ­ზარ­დოს, მაგ­რამ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას ბავშვის დეიდა არ აძ­ლევს. სა­ბო­ლო­ოდ წყვილს ერ­თმა­ნე­თი შე­უყ­ვარ­დე­ბა, მაგრამ წინ უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბა შეხ­ვდე­ბა.

პოპულარული სერილის მესამე სეზონში ნანა ცნობილ თურქ მსახიობს სილა თურ­ქოღ­ლუს ჩაანაცვლებს, რომელმაც მოულოდნელად დატოვა სერიალი.

ჰა­ლილ­სა და სი­ლას სა­უ­კე­თე­სო წყვი­ლად მიიჩნევდნენ, ისი­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბა­დაც გა­მო­ა­ცხა­დეს და წერ­დნენ, რომ და­ქორ­წი­ნე­ბა­ს აპი­რებ­დნენ, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

ახლა ნანა სტამბოლიშვილს მოუწევს მაყურებლის გულის მოგება.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close