fbpx
საზოგადოებასაქართველო

ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პალიტრანიუსის“ ეთერში დაადასტურა.

მისივე თქმით, ამირან გამყრელიძე თანამდებობას საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

მინისტრმა, ასევე, განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ამირან გამყრელიძის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს.

„ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი ბატონ ამირანთან. მას დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე, ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან და მრავალი წლის განმავლობაში ზრუნავდა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ის იყო დაავადებათა კონტროლის დირექტორი. გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება და შემიძლია, დაგიდასტუროთ მსგავსი საუბარი გვქონდა. ნამდვილად ვადასტურებ, რომ ეს ცვლილება მე დავადასტურე და უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს და უკვე ქალბატონი თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას.

დღეს რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, არის ის, რომ ამ თანამდებობაზე ის აღარ გააგრძელებს მუშაობას და შესაბამისი განცხადებით სამინისტროს მომდევნო დღეებში მიმართავს. [ეს გადაწყვეტილება] არ არის კავშირში ან პანდემიამდე პერიოდთან, ან პანდემიის პროცესში მიმდინარე მოვლენებთან. ის ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ასევე ღირსეულად ტოვებს თანამდებობას, ასპარეზს უთმობს იმ ადამიანებს, რომლებიც გააგრძელებენ დაავადებათა კონტროლის მენეჯმენტს“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close