საზოგადოებასაბერძნეთი

ათენში სინდაღმის მოედნის რეკონსტრუქცია დასრულდა (ვიდეო)

საბერძნეთის დედაქალაქის მთავარი მოედნის – სინდაღმის ქვედა ნაწილის მასშტაბური რეკონსტრუქცია, რომელსაც ათენის მერია აწარმოებს, პრაქტიკულად, დასრულდა. ახლა ტერიტორია უკვე ხელმისაწვდომია ათენელებისა თუ დედაქალაქის სტუმრებისთვის.

განახლებულმა მოედანმა თავისი ისტორიული მახასიათებლებიც შეინარჩუნა და, ამასთან ერთად, თანამედროვე იერსახე შეიძინა, რომელიც ათენელთა ცხოვრების წესს და მოთხოვნებს შეესაბამება.

მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ არსებულ 2300 კვ. მ ფართობს მოედნის ქვედა ნაწილში კიდევ 1300 კვ. მ სასიცოცხლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი სივრცე დაემატა.

პროექტი შეიქმნა მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით და მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:

  • ტროტუარების საგრძნობლად გაფართოება ერმუს საფეხმავლო ქუჩის წინ.
  • ავტობუსების მოძრაობისთვის სპეციალიზებული ზოლის გამოყოფა და 5 გაჩერების მოწყობა.
  • 24 ახალი ხის დარგვა, რომლებიც მოედანს დაჩრდილავენ და მიკროკლიმატს გააუმჯობესებენ.
  • მოძრაობის 6 ხაზის 4-მდე გაერთიანება, რაც ჰაერის დაბინძურების დონეს და ხმაურს შეამცირებს, ჭკვიანი და უსაფრთხო საფეხმავლო გადასასვლელის მოწყობა.
  • შშმ პირების უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილებისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა.
  • დასვენების ზონების გაფართოება ახალი ნერგებით კომფორტული დასვენებისთვის.

და სხვ.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close