ეკონომიკამოგზაურობა

ქუთაისსა და პარიზს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა

ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისი დღეს, 4 აგვისტოს, ნაშუადღევს შეასრულა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, ქუთაისიდან საფრანგეთის დედაქალაქში 154 მგზავრი გაფრინდა. განახლებული რეისის პირველ მგზავრებს, ტრადიციულად, სიმბოლური საჩუქრები დაურიგეს.

ქუთაისი-პარიზი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ამ ეტაპზე Wizz Air-ი რეგულარულ რეისებს კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით შეასრულებს.

პირველი აგვისტოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-მა მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დააბრუნა და ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენა განაახლა.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა, ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები. ფრენის სიხშირეები გაიზარდა ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ბაზის არსებობა დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის და ეკონომიკის, როგორც პირდაპირ, ისე ირიბ ინვესტირებას და სტიმულირებას უწყობს ხელს. ბაზირებულ რეისებზე ეკიპაჟი საქართველოს მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული. შესაბამისად ქუთაისისთვის და ზოგადად, იმერეთის რეგიონისთვის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით Wizz Air-ის ბაზის არსებობა მნიშვნელოვანია.

ბაზირებული ხომალდი რეისს იწყებს და ასრულებს იმ აეროპორტში, სადაც მას ბაზა გააჩნია. 2022 წლის 6 თვის მონაცემებით, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 255,310 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია“, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close