fbpx
ეკონომიკასაქართველო

თბილისიდან ბათუმში ჩასვლის დრო საათ-ნახევრით შემცირდება, თელავში კი საათსა და 20 წუთში ჩახვალთ

წელს დაგეგმილია სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მეოთხე მონაკვეთების დასრულება. აღნიშნული გზა სავსე იყო გამოწვევებით. მიუხედავად ამისა, ჯამში 21 კმ გზა უკვე წელს დასრულდება, რაც ზესტაფონის არგვეთას კვანძიდან ლანჩხუთამდე 86 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზით გადაადგილების საშუალებას მოგვცემს, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებზე ქართული კომპანიები მუშაობენ, ხოლო მესამე მონაკვეთის ასაშენებლად სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

ასევე, მინისტრის თქმით, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს გრიგოლეთი-ქობულეთის 14-კმ-იან მონაკვეთზე, საიდანაც წელს დაგეგმილია 11 კმ-ის, ხოლო 2023 წელს – დარჩენილი სამი კმ-ის დასრულება.

„შესაბამისად, 2022 წელს დაგეგმილი საგზაო მონაკვეთების გახსნის შედეგად თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო კიდევ უფრო შემცირდება და მგზავრობას მხოლოდ სამ საათსა და 40 წუთს მოვანდომებთ“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, 2021 წელს დაიწყო კახეთის მაგისტრალისა და ბაკურციხე-წნორის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. ასევე, მსოფლიო ბანკმა დაამტკიცა სესხი საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთისთვის და მიმდინარეობს წინა სატენდერო პროცედურები.

მინისტრის განმარტებით, დაგეგმილი მშენებლობების შედეგად, თბილისიდან თელავამდე ჩასვლა მაგისტრალური გზით, ერთ საათსა და 20 წუთში, კომფორტულად და უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close