fbpx
მედიცინამოგზაურობა

მოსალოდნელია თუ არა მაიმუნის ყვავილის გამო სამოგზაურო შეზღუდვები?

მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული ინფექციაა, რომელი ევროპაში მცირე, მაგრამ მზარდი რაოდენობით ეტაპობრივად ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების ფონზე სიკვდილიანობის მაჩვენებლები მცირეა, მაინც მან ზოგიერთ ქვეყანას სიფრთხილის ზომების გამკაცრება აიძულა.

ვირუსული ინფექცია პირველად მაიმუნებში აღმოაჩინეს და, როგორც წესი, ის ადამიანებში ადვილად არ ვრცელდება, ანუ გადაეცემა მჭიდრო კონტაქტის, შეხების დროს და, კორონავირუსის მსგავსად, რესპირატორული წვეთებითაც, რაც რეალურად ამ დაავადებებს შორის ერთადერთი მსგავსებაა. გარდა ამისა, დაინფიცირება დაავადებული ცხოველის ხორცის ჭამითაც შესაძლებელია, რომელიც კარგად არ არის მოხარშული. ჯანდაცვის სამსახურების ცნობით, ვირუსი ადამიანს დაავადებული ცხოველის პროდუქტების შეხებითაც გადაეცემათ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Euronews-ი ავრცელებს.

საშიშია თუ არა მაიმუნის ყვავილი ადამიანებისთვის?

მიუხედავად იმისა, რომ მაიმუნების ეპიდემიამ უკვე უდიდესი დაინტერესება და შიშიც გააჩინა სამყაროში, რეალურად ამის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან ადამიანები ხშირ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის გარეშე რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელდებიან. ვირუსის სიმპტომები, როგორც წესი, მსუბუქია – მაგრამ თავდაპირველად შეიძლება გამოიწვიოს შემცივნება, ცხელება და ტკივილი. ხშირად ჩნდება გამონაყარი, ეს სიმპტომები კი, ჩვეულებრივ თავისთავად, დაახლოებით 14-21 დღის შემდეგ ქრება. სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი დაახლოებით 4%-ია.

რომელ ქვეყნებშია მაიმუნის ყვავილი გავრცელებული?

მაიმუნის ყვავილის 100-ზე მეტი შემთხვევა ევროპის, სულ მცირე, ცხრა ქვეყანაში, ასევე, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაშია დადასტურებული (უკვე დადასტურდა ისრაელშიც – nostal.ge). პირველად ეს დაავადება დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, სადაც ამჟამად მაიმუნის ყვავილით დაავადებული 57 ადამიანი მკურნალობს (25 მაისის მონაცემებით, უკვე 78 – nostal.ge)). ინფიცირების ფაქტი შოტლანდიაში დაფიქსირდა. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, ყველას, ვისაც ჰქონდა პირდაპირი კონტაქტი დაავადებულთან, 21 დღის განმავლობაში უნდა იყოს იზოლირებული. ასევე ვირუსული ინფექციის შემთხვევები ფიქსირდება ესპანეთში, სადაც რაოდენობამ 40-ს მიაღწია. ინფიცირების წყარო კი მადრიდში გამართული წვეულებაა.

ვირუსი გავრცელებულია ბელგიაშიც და უკვე მეხუთე შემთხვევა გამოვლინდა. აქაც გავრცელების ადგილი ფესტივალია. შესაბამისად, ბელგია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მაიმუნის ყვავილის შემთხვევისთვის კარანტინი დააწესა. ინფიცირებულებს მოეთხოვებათ იზოლირება 21 დღის განმავლობაში. საზოგადოებას კი ურჩევენ, გამოიჩინონ სიფრთხილე და მოერიდონ ახლო კონტაქტს.

რაც შეეხება პორტუგალიას, აქ 14 ახალ ინფიცირებულს ითვლიან, ხოლო საერთო რაოდენობამ 37-ს მიაღწია. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულთაგან ბევრი ახალგაზრდა მამაკაცია. ვირუსი გავრცელებულია ასევე იტალიასა და დანიაშიც, თუმცა ყველა შემთხვევაში გავრცელების კერა ესპანეთში გამართული ფესტივალია.

(მაიმუნის ყვავილი დაფიქსრიდა შვეიცარიაშიც, შვედეთში, ავსტრიასა და საფრანგეთში – nostal.ge)

დაწესდა თუ არა ევროპაში სამოგზაურო შეზღუდვები?

ამჟამად მაიმუნის ყვავილის გავრცელებას  მოგზაურობის შეზღუდვების დაწესება არ მოჰყოლია, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე გვაფრთხილებს, რომ ზაფხულის, მოგზაურობის, ფესტივალებისა და დასვენების სეზონზე, ინფიცირებისა და გავრცელების შემთხვევები გაიზრდება, რამაც შეიძლება მკაცრი შეზღუდვების დაწესება გამოიწვიოს.

bm.ge

p. s. 25 მაისის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის 78 შემთხვევაა დადასტურებული. პაციენტთა უმეტესობაში ეს დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და თავისთავად გადის, მხოლოდ რამდენიმეს სჭირდება სპეციალიზებული მკურნალობა საავადმყოფოში. BBC-ს ინფორმაციით, წლევანდელი „აფეთქებისას“ დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის მძიმე ფორმით დაავადებულმა პაციენტებმა საავადმყოფოში 5 დღიდან რამდენიმე კვირამდე გაატარეს. გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close