მოგზაურობა

პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება ევროპის ქვეყნების აეროპორტებსა და მგზავრობისას თვითმფრინავებში

ევროპის ქვეყნების აეროპორტებში, ასევე, თვითმფრინავით მგზავრობისას პირბადის ტარება 26 მაისიდან საჭირო აღარ იქნება. SchengenVisaInfo-ს თანახმად, გადაწყვეტილება ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა (ECDC) მიიღეს.

„შემდეგი კვირიდან ნიღბების ტარება ფრენისას სავალდებულო აღარ იქნება, რაც მთლიანობაში შეესაბამება ევროპის მასშტაბით ეროვნული ხელისუფლებების ცვალებად მოთხოვნებს საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ კიმ.

ამასთან, ECDC-ის დირექტორის, ანდრეა ამონის თქმით, ჯანმრთელობის უსაფრთხოების საავიაციო პროტოკოლის შემუშავებამ და მონიტორინგმა უზრუნველყო COVID-19-ის ვირუსის და მისი ახალი შტამების გადაცემის რისკის მართვის გაუმჯობესება.

პატრიკ კის განცხადებით, გასათვალისწინებელია ასევე მგზავრთა არჩევანის თავისუფლება – პირბადის ტარება ნებაყოფლობით იქნება, ასევე, რეკომენდებულია პირბადის ტარება იმ მგზავრებისთვის, რომლებიც აცემინებენ, ან ახველებენ.

ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ გააუქმა კორონავირუსისა და მისი ახალი შტამების გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების უმრავლესობა, რათა ხელი შეუწყონ მოგზაურობის პროცესს და ტურიზმის სექტორს, რომელიც პანდემიის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების უმეტესობა, მათ შორის, პირბადის სავალდებულო ტარების წესი, ამერიკული ავიკომპანიების ნაწილმაც გააუქმა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close