მსოფლიოსაზოგადოება

დაკა-დაკა თვითმფრინავის ბორტზე, ლონდონი-კრეტის რეისზე – შოკისმომგვრელი ვიდეო

ხელჩართული ჩხუბი Wizz Air-ის თვითმფრინავის ბორტზე მას შემდეგ დაიწყო, რაც 30 წლის ბრიტანელი მამაკაცი სტიუარდესას, ​პილოტსა და მგზავრებს ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას ამის შესახებ dailymail-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი მოხდა თვითმფრინავში, რომელიც ლონდონიდან, გეთვიკის აეროპორტიდან საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე მიფრინავდა. თვითმხილველთა თქმით, მამაკაცი თავის მეგობართან ერთად მთელი ფრენის განმავლობაში ცუდად იქცეოდა – სვამდა, ეწეოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სხვა მგზავრებს. მათ მესამე მამაკაციც შეუერთდათ, ასევე მთვრალი.

არსებული ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცი მეგობართან ერთად ჯერ კიდევ ბორტზე ასვლამდე იყო მთვრალი, თუმცა სტიუარდესებმა განაგრძეს მათი სასმლით მომარაგება, სხვა მგზავრების თხოვნის მიუხედავად, რომ მათთვის ალკოჰოლი აღარ მიეცათ.

ბოლოს ბორტგამცილებელმა მთვრალებს უთხრა, რომ  მათ აეროპორტში პოლიცია დახვდებოდათ თვითმფრინავში უწესო ქცევის გამო, რამაც მთვრალი ბრიტანელი ისე გააღიზიანა, რომ ბორტგამცილებელს დაუწყო ცემა. სიტუაციის განსამუხტად კაბინიდან პილოტი გამოვიდა, რომელსაც ასევე მოხვდა მთვრალი ბრიტანელის მუშტი. მასობრივი ჩხუბი დაიწყო მალევე მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი კუნძულ კრეტის აეროპორტში დაეშვა. ხელჩართულ ჩხუბში ქალები და მამაკაცები დაშავდნენ.

საბოლოოდ დასისხლიანებული, შარვალჩაჩაჩული დებოშიორი ბრიტანელი პოლიციამ ჩაიყვანა თვითმფრინავიდან.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close