მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

ბრიტანეთის სასამართლომ მამაკაცებისთვის „მელოტის“ დაძახება სექსუალურ შევიწროებად მიიჩნია

დიდი ბრიტანეთის მცხოვრებმა ტონი ფინმა, რომელმაც 24 წელი იმუშავა კომპანია British Bung-ში, თავისი ყოფილი უფროსი სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა და სასამართლო დავა მოიგო. მას კომპენსაციას გადაუხდიან. ამის შესახებ New York Post-ი წერს.

როგორც აღმოჩნდა, დამსაქმებელმა გათავისუფლებამდე 2 წლით ადრე ფინს „მელოტი თხა“ უწოდა. მოსარჩელის აზრით კი ეს არა უბრალოდ შეურაცხყოფა იყო, არამედ სექსუალური შევიწროებაც. სიტყვა „მელოტი“ გაცილებით ხშირად გამოიყენება მამაკაცებთან მიმართებაში, შესაბამისად, ფინს მიაჩნია, რომ სიტუაცია შეიძლება შეფასდეს, როგორც სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაცია.

ბრიტანეთის შრომითი დავების სასამართლო მივიდა გადაწყვეტილებამდე, სიტყვა „მელოტის“ გამოყენება  განიხილოს, როგორც დისკრიმინაცია გენდერული კუთვნილების ფაქტზე, ამასთანავე, მან უკანონოდ მიიჩნია სამსახურიდან ფინის  გათავისუფლება და კომპანიას მისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა. კომპენსაციის თანხის ოდენობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close