პოლიტიკასაქართველო

მომსახურების სააგენტოს მიერ ცნობების გაცემის ვადა მცირდება, თუმცა იზრდება რამდენიმე მომსახურების საფასური

მომსახურების სააგენტოს მიერ ცნობების გაცემის ვადა ხუთიდან სამ სამუშაო დღემდე მცირდება, თუმცა იზრდება რამდენიმე მომსახურების საფასური. შესაბამისი ცვლილებების ინიციირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტით იცვლება დაჩქარებული მომსახურების ვადები და ცნობის გაცემა ერთ სამუშაო დღეში იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ცნობების გაცემის ღირებულებას, ტრანზიტული ნომრის ერთი წყვილის ღირებულება 30 ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება; იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემის საფასური 10 ლარის ნაცვლად 20 ლარით განისაზღვრება; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის ფასი იქნება 30 ლარი – 20 ლარის ნაცვლად; პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის საფასური − 30 ლარი იქნება, ამჟამად 20 ლარია;

მომსახურების სააგენტოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაციის შესახებ ცნობის გაცემის საფასური, თუ აღნიშნულ დოკუმენტზე ამ კანონით სხვა საფასური არ არის დადგენილი, იქნება 30 ლარი, ამჟამად 20 ლარია;

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის საფასური − 30 ლარი იქნება, ამჟამად 20 ლარია; სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის საფასური იქნება – 30 ლარი, ამჟამად 20 ლარია.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტით რამდენიმე მომსახურება შემოდის ახალი საფასურებით. კერძოდ, სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ან იძულებით განკარგვას დაქვემდებარებული ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმება შესაბამისი აქტის შედგენით იქნება – 40 ლარი;

ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე – 20 ლარი;

დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება შესაბამისი აქტის შედგენით ან მისი შედგენის გარეშე – 60 ლარი; ასევე, ცვლილებებით, 20-20 ლარი იქნება ღირებულება ნასამართლობის, პირის მსჯავრდების და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობობების გაცემისთვის.

კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები – ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ნინო იობაშვილი, გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე ტაბატაძე და ალუდა ღუდუშაური არიან.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close