fbpx
ვიდეომიგრაცია

მანდილოსნები, ვინც ევროპაში ხართ და მოხუცებს უვლით, თქვენ ხართ ანგელოზები, ზესასწაული ხალხი – გიორგი ფხაკაძე (ვიდეო)

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე თავის ახალ ვიდეოჩართვაში ჰყვება საკუთარი ორკვირიანი გამოცდილებისა და იმ ემოციის შესახებ, რომელიც მან საფრანგეთში 85 წლის მეგობარი ქალის „მომვლელად მუშაობისას“ მიიღო.

იგი იმ ქართველ ემიგრანტებს მიმართავს, რომლებიც მოხუცების მომვლელებად მუშაობენ და ამბობს, რომ მის თვალში ეს ადამიანები „ცოცხალი მფარველი ანგელოზები“ არიან.

„მინდა, პირადად, იმ ქართველ ქალბატონებს, რომლებიც არიან იტალიაში, არიან საბერძნეთში, არიან საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში, რომლებიც მუშაობენ ოჯახებში და რომლებიც ეხმარებიან მოხუცებს… თქვენ რა მაგრები ყოფილხართ!

ორი კვირის წინ ჩემი მეგობარი, რომელიც ძალიან მიყვარს – ეს ქალბატონი არის 85 წლის და ბევრ რამეში დამეხმარა და დადგა საკითხი, რომ გულის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ. ისე მოხდა, რომ მისი შვილები არიან შორს…მე პარიზში ვიყავი, რაღაც-რაღაც საქმეები მქონდა ჟენევაში… პრაქტიკულად, ახლობელი ადამიანი არ იყო არავინ გვერდით აბსოლუტურად.  მე ვიქნები-მეთქი, არ არის პრობლემა…. ვიღაცა რომ იყოს ახლომახლო სახლში… პრაქტიკულად, ონლაინზე გადავედი, გადავწიე-გადმოვწიე შეხვედრები, ყველაფერი გადავდე… ცხოვრებაში უნდა გააკეთო ისეთი რაღაც, რაც შეიძლება ცოტა უცნაური იყოს, შეიძლება არ იყოს სტანდარტული, მაგრამ შენ ფიქრობ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში – ეს ადამიანის სიცოცხლე.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე იყოს გადარჩენილი, განსაკუთრებით, როდესაც ადამიანს ბევრი რაღაც გაუკეთებია წლების მანძილზე და ახლა გაქვს შანსი, მადლობა უთხრა… არაფერი სჭირდება სხვა, მთავარია ახლოს იყო და მე ვუთხარი, მე ვიქნები-მეთქი.

ორ კვირაზე მეტია, ვარ ასეთ კარგ ბუნებაში, გარეუბანია პარიზის და ვეხმარები, არაფერს ვაკეთებ, გარდა იმისა, რომ ერთად ვსვამთ, ერთად ვჭამთ, მე ჩემს საქმეებს ვაკეთებ, მაგრამ ის იცის, რომ გვერდით არის ვიღაც, რაღაც პრობლემა რომ იყოს – და ორჯერ იყო, სხვათა შორის, პრობლემა –  დამიძახებს, გიორგი…

ეს მანდილოსნები, ვინც ხართ ევროპაში და უვლით მოხუცებს, თქვენ ხართ ანგელოზები, თქვენ ხართ ზესასწაული ხალხი…

მინდა დავიჩოქო თქვენ წინაშე, იმიტომ რომ თქვენ აკეთებთ სასწაულ საქმეს, ბევრი ვერ ხვდება, თქვენ რას აკეთებთ… მე ეს გამოცდილება არ მქონდა (ცხოვრებაში ყველაფერი უნდა გამოცადო) და კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ამ ადამიანების წინაშე, ვინც ასეთ ძალიან რთულ საქმეს აკეთებთ…“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე თავის ემოციურ პოსტში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close