fbpx
სპორტი

არის მეორე ოქრო! – ლუკა მაისურაძე ევროპის ჩემპიონია

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ძიუდოს ნაკრების ხუთმა წევრმა იასპარეზა. მათგან მედლებისთვის ბრძოლას ორი მოჭიდავე შემორჩა – ლუკა მაისურაძე ფინალში გავიდა, ხოლო გურამ თუშიშვილს ბრინჯაოს მოპოვების შანსი აქვს.

ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ბრწყინვალედ იასპარეზა ფინალში სერბი დარკო ბრასნიოვიჩის წინააღმდეგ, შეხვედრა სუფთად მოიგო და ოქროს მედალს დაეუფლა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს ორი ოქრო აქვს.

თუ გურამ თუშიშვილი (+100 კგ) შეხვედრის მოგებას შეძლებს, საქართველოს ნაკრები შეჯიბრებას 4 მედლით დაასრულებს.

პირველი ოქრო ჩვენს გუნდს გუშინ ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) მოუტანა, რომელიც მეორედ გახდა ჩვენი კონტინენტის ჩემპიონი, ერთი ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანის (57 კგ) ანგარიშზეა.

საქართველოს ძიუდოს ნაკრები სოფიაში ევროპა 2022-ზე 11 მოჭიდავით არის წარმოდგენილი.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close