პოლიტიკა

საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა.

საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც. უკრაინამ კი კითხვარი 2 დღით ადრე მიიღო.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 2 მარტს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი დაუყოვნებლივ წარედგინა. 3 მარტს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა.

უკრაინას კითხვარი 8 აპრილს გადაეცა.

9 აპრილს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ტვიტერში დაწერა:

„ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა უკრაინას კითხვარი გუშინ გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას. პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ევროკავშირის საბჭო ითხოვს“.

შეგახსენებთ, რომ საუბარია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close