მოგზაურობასაბერძნეთი

საბერძნეთმა შეამსუბუქა ქვეყანაში შესვლის რეგულაციები, მათ შორის, საქართველოსთვის

საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში თავის ფეისბუქგვერდზე საბერძნეთში ჩასვლის მსურველთათვის საყურადღებო ინფორმაციას აქვეყნებს:

„გაცნობებთ, რომ საბერძნეთმა შეამსუბუქა ქვეყანაში შემოსვლის რეგულაციები საქართველოსა და ევროკავშირის არაწევრი სხვა 32 ქვეყნისთვის.

გთავაზობთ საბერძნეთში შემოსვლის განახლებულ რეგულაციებს, რომლებიც 2022 წლის 7 თებერვლიდან შევა ძალაში.

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საბერძნეთში გამგზავრება თუ: საბერძნეთში მიმავალი მგზავრი ფლობს ევროპულ ციფრულ სერტიფიკატს ან აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს:

ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში.

ან წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს – 180-დღიანი მოქმედების ვადით.

ან წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან ოცდაოთხი (24) საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს.

ყველა მგზავრი ვალდებულია საბერძნეთში გამგზავრების წინ შეავსოს PLF ფორმა.

საბერძნეთში მოგზაურობის მსურველებს შეუძლიათ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნონ აქ: travel.gov.gr

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close