პოლიტიკაკრიმინალი

ხანგოშვილის მკვლელ რუსეთის მოქალაქეს ბერლინის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში და უვადო პატიმრობა მიუსაჯა. უკვე უცილობლად დადგენილია, რომ სწორედ კრასიკოვმა 2019 წლის 23 აგვისტოს ცივსისხლიანად და ბოროტი განზრახვით მოკლა ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე ბერლინის ცენტრში, ტირგარტენის პარკში. მკვლელის თაანმზრახველები ამ დრომდე ვერ იპოვეს, თუმცა გამოძიება ამ მიმართულებით გაგრძელდება. ფედერალური მიწის უმაღლესი სასამართლო ბერლინში ვარაუდობს, რომ ამ დანაშაულის უკან მდგომი ადამიანები რუსეთში არიან. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

ამრიგად, მსჯავრი, არსებითად, ფედერალური პროკურატურის მოსაზრებებს მიჰყვება: პროკურატურა კრასიკოვში (გამოგონილი გვარია სოკოლოვი) ხედავს მკვლელს, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების შეკვეთით მოქმედებდა. ფედერალური პროკურორების არგუმენტების საფუძველია მტკიცებულებათა ბაზა, რომელიც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა შეგროვილ სამხილებს.

საქართველოს მოქალაქე, პანკისში მცხოვრები 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ტირგარტენის პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. დანაშაული ადგილობრივი დროით 12 საათზე მოხდა.

ხანგოშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა ველოსიპედისტმა იმ დროს მიაყენა, როცა იგი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა.

ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომის მონაწილე და ერთ-ერთი საველე მეთაური იყო. მისი სახელი და გვარი ლაფანყურის სპეცოპერაციის დროსაც ფიგურირებდა, იგი შეიარაღებულ დაჯგუფებასთან ახმედ ჩატაევთან ერთად მაშინდელი ხელისუფლების თხოვნით მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

ამ მოვლენებიდან სამი წლის შემდეგ, 2015 წელს ხანგოშვილი უცნობმა პირებმა თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე მძიმედ დაჭრეს. მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, გამოჯანმრთელებიდან მალევე მან საქართველო დატოვა და უკრაინის შემდეგ საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი ბერლინში, ფედერალური მიწის უმაღლეს სასამართლოში 2020 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო.

როგორც ცნობილია, გამომძიებლებმა ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სანდრა რულოვსიც დაკითხეს. საქმე ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ხანგოშვილის მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და მოკლული მასთან შეხვედრას აპირებდა.

ნიკო აბაშიშვილი

ამავე თემაზე: ბერლინში პანკისის მკვიდრი, ჩეჩნეთის ომის მონაწილე ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

მერკელი: დიპლომატები გავაძევეთ, ვინაიდან მოსკოვი ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში არ თანამშრომლობს

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იზოლატორში ლიკვიდაცია იგეგმებოდა

საქართველოს მოქალაქის მკვლელობა ბერლინში – პორტალ THE INSIDER-ის ჟურნალისტებმა ეჭვმიტანილი მეორე რუსის ვინაობა დაადგინეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close