fbpx
კრიმინალიმსოფლიო

გამოძიება სანდრა რულოვსის დაკითხვას ითხოვს ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე – „დოიჩე ველე“

ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის დაკითხვას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გამომძიებლებმა რულოვსს ოფიციალურად მიმართეს და მას, ჩვენების მისაცემად, ბერლინში ჩასვლა სთხოვეს.

როგორც, ირკვევა, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ხანგოშვილის მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და მოკლული მასთან შეხვედრას აპირებდა.

ასევე ცნობილია, რომ გამომძიებლებმა რულოვსი ერთხელ ტელეფონით დაკითხეს, თუმცა, აღნიშნული სატელეფონო საუბრის შინაარსი სასამართლო პროცესზე არ გაუმჟღავნებიათ, ამიტომ საქართველოს ყოფილი პირველი ლედისა და ხანგოშვილის დაგეგმილი შეხვედრის მოტივი უცნობი რჩება.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს. გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთს დასდო ბრალი.

წყარო: 1tv.ge

ამავე თემაზე: ბერლინში პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close