fbpx
საზოგადოებასაქართველო

აფხაზ ალისას ლეიკემიაზე მოსკოვში არასწორად მკურნალობდნენ – „ჩვენ განკურნებული გავუშვით“

ბერი ანდრიას სახელობის ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფმა 15 წლის აფხაზმა ალისამ ლეიკემია დაამარცხა. ამის შესახებ ბერის დედა და ფონდის დამაარსებელი, დედა თინათინ ჩხვიმიანი სოციალურ ქსელში წერს.

ბოლო პერიოდში ალისა უკვე მეორე აფხაზი ბავშვია, რომელიც განიკურნა და აფხაზეთს  გამოჯანმრთელებული დაუბრუნდა.

დედა თინათინ ჩხვიმიანი: – ალისა ერთი წლის წინ ჩამოვიდა თბილისში. მანამდე მოსკოვში  არასწორად მკურნალობდნენ, კრასნოდარშიც ჰყავდათ.

ჩამოვიდა და იაშვილის კლინიკაში დაიწყეს სწორი მკურნალობა და მადლობა ღმერთს, ერთი წლის თავზე დაამარცხა ვერაგი სენი. უკვე ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, გავუშვით და კონტროლისთვის კვლევაზე ნახევარ წელიწადში დავიბარეთ. მთელი წლის მედიკამენტები  გავატანეთ.

ამდენი აფხაზი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინეს ჩვენმა ექიმებმა… ბევრი გამოჯანმრთელებული ბავშვი გავუშვით და ისინი ჩვენი მადლიერები არიან. მგონია, რომ რაც მეტი აფხაზი ოჯახი ჩამოვა, მით მეტად მივუახლოვდებით იმ დროს, როცა ისევ ერთად ვიქნებით. იმედია, ისინიც მიხვდებიან, რომ ჩვენთან ბევრად უფრო ჯობდა.

კიდევ არიან ჩვენთან აფხაზი ბავშვები, რომლებიც ებრძვიან მძიმე სენს და იმედი მაქვს, მათი ბრძოლაც ასევე კარგად დასრულდება.

ალისა ძალიან საყვარელი და თბილი გოგოა. მეუბნებოდა, მე და შენ რაღაცით ვგავართ ერთმანეთს, ხასიათის მსგავსებას ვპოულობო. მიხარია, რომ ასეთი პოზიტივით და სიყვარულით მიდიან ჩვენგან.

– დედა თინათინ, ახლა რაიმეში ხომ არ გჭირდებათ საზოგადოების თანადგომა?

– „ფეისბუქზე“ დღეს დავწერე, შეშის ერთი კვირის მარაგი მაქვს დარჩენილი-მეთქი და პოსტის დადებიდან ხუთ წუთში, დამიკავშირდა ერთი სარეკლამო კომპანიის წარმომადგენელი, ზეგ მოგიტანთ შეშასო.

დიდ დიღომში ბევრი მშენებლობაა და გაზი ხშირად ითიშება. პირველ სართულზე ბუხარი გვაქვს, რომელზეც სვანური ღუმელი მივაერთეთ და როცა გაზი და შუქი არ არის, შეშით ვთბებით და თან საჭმელსაც ამ ღუმელზე ვამზადებთ.

აი, ასეა, რაღაც შემეშინდება თუ არა, მაშინვე გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები…

primeambebi.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close