fbpx
საქართველოსპორტი

როცა 0:7-ზეც მეკარე საუკეთესოა – „ლანჩხუთის“ მეკარის გასაოცარი შედეგი

ქალთა საფეხბურთო გუნდმა „ლანჩხუთმა“ ჩემპიონთა ლიგაზე შვედურ „როსენგრადთან“ მძიმე მატჩი გამართა და 0:7 დამარცხდა. ამ ანგარიშის ფონზე, რაც არ უნდა უცნაური იყოს, „ლანჩხუთის“ მეკარე თათია გაბუნიამ ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩში გასაოცარი მაჩვენებელი დააფიქსირა – ბურთი 21-ჯერ მოიგერია.

„ლანჩხუთში“ საუკეთესო სწორედ მეკარე იყო – 20 წლის თათია გაბუნიამ შვედების არაერთი ურთულესი დარტყმა მოიგერია. შეიძლება ითქვა, რომ „როსენგარდი“ „ლანჩხუთის“ ნაცვლად გაბუნიას ეთამაშებოდა და მასპინძლებიდან ყველაზე მეტად ის დაიღალა. შვედებს რეალურად წინააღმდეგობას სწორედ ის უწევდა.

საქართველოს ჩემპიონი გუნდი კიდევ უფრო დიდი ანგარიშით წაგებისგან თათია გაბუნიამ გადაარჩინა, მის მიერ დაფიქსირებული შედეგი უნიკალური და გამორჩეულია. საშუალოდ, მეკარეებისთვის 5-6 სეივიც კარგ მაჩვენებლად ითვლება.

თათია გაბუნია საქართველოს ნაკრების მეკარეა და ბოლო ორი წლის განმავლობაში ეროვნული გუნდის პირველი კიპერიც გახდა.

თამაშის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩხაიძემ ფეხბურთელებს გასახდელში ემოციურად მიმართა:

„საკუთარი თვალით ვნახეთ, რა არის ევროპა, რა არის ჩემპიონთა ლიგა. ისინი ჩვენზე ქვეყნით არიან განვითარებულები. იქამდე ბევრი გვაკლია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიში დაფიქსირდა, ვინც როგორ უნდა, ისე მიიღოს, მე თქვენ მადლობას გიხდით“.

ფოტო – ლაშა კუპრაშვილი

მომზადებულია 1tv.ge-ის მიხედვით

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close