fbpx
მსოფლიოკრიმინალისაზოგადოება

მედიის ცნობით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იზოლატორში ლიკვიდაცია იგეგმებოდა

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვის ლიკვიდაცია ბერლინის იზოლატორში სურდათ, თუმცა დაზვერვამ იგი საიდუმლო ადგილზე გადაიყვანა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ტელეკომპანია „არდი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, გერმანიის დაზვერვის ფედერალურმა სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ დაცვის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული საიდუმლო ადგილზე გადაიყვანეს.

მკვლელობის საქმეს გერმანიის ფედერალური პროკურატურა იძიებს. ბერლინმა ორი რუსი დიპლომატი გააძევა. გერმანელი პროკურორები სამთვიანი ძიების შემდეგ ეჭვობენ, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის უკან რუსეთის ან ჩეჩნეთის სახელმწიფო ორგანოები დგანან.

ზელიმხან ხანგოშვილი, ბერლინში, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს მოკლეს.

1tv.ge

P. S. ინფორმაცია: ზელიმხან ხანგოშვილი ცნობილი გახდა 2012 წლის აგვისტოში ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ. სწორედ ხანგოშვილმა იკისრა მაშინ შუამავლობა შეიარაღებულ ჩეჩნებსა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილი მონაწილეობდა რუსეთ-ჩეჩნეთის ომში და ამის გამო იძებნებოდა რუსეთის პოლიციის მიერ. რუსეთის მედია მას ხშირად მოიხსენიებდა, როგორც „დოკუ უმაროვის წარმომადგენელს საქართველოში“.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close