ხელოვნება

„თუ სამოთხეს აქვს საუნდტრეკი, ის ალბათ ამ სიმღერის მსგავსია“ – ABBA-ს საშობაო საჩუქარი (ვიდეო)

 ABBA-მ კიდევ ერთი საჩუქარი მოუმზადა თაყვანისმცემლებს. ლეგენდარულმა შვედურმა ჯგუფმა ახალი საშობაო სიმღერის – Little Things-ის ვიდეორგოლი გაავრცელა.

Youtube-ზე განთავსებულ ვიდეოს ამ დროისთვის უკვე 2 300 000-მდე ნახვა აქვს და, როგორც ერთ-ერთი მსმენელი წერს, „თუ სამოთხეს აქვს საუნდტრეკი, ის ალბათ ამ სიმღერის მსგავსია“.

კლიპის მთავარი მესიჯია, რომ სამყარო ერთიანი იქნებოდა, თუ ცხოვრებას ბავშვის თვალით დავინახავდით. ეს ერთგვარი „დაბრუნებაა მომავალში“ – ტელეფონებზე მიჯაჭვული ბავშვები უცებ აღმოაჩენენ ABBA-ს მაგიას და ციფრული თაობა რეალურ ადამიანებთან ურთიერთობის სიხარულს და ერთად ყოფნის სიამოვნებას უბრუნდება.

შეგახსენებთ,რომ ლეგენდარული შვედური კოლექტივი 40 წლის შემდეგ ისევ გაერთიანდა და ალბომი ABBA Voyage გამოსცა. ალბომში 10 სიმღერა შევიდა, რომელიც უკვე პოპულარული გახდა.

მსოფლიო სახელი შვედურმა ჯგუფმა დაარსებიდან (1972 წ.) 2 წლის შემდეგ, 1974 წელს მოიპოვა „ევროვიზიაზე“ გამარჯვების შედეგად. მათი პოპულარობის პიკი გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს იყო. კვარტეტის სიმღერებს მთელ მსოფლიოში უსმენდნენ, გასტროლებზე ყველგან ელოდებოდათ თაყვანისმცემელთა არმია.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close