ვიდეომსოფლიოხელოვნება

ევროვიზია 2026-ის გამარჯვებული DARA გახდა – როგორ გადანაწილდა ქულები და რა შედეგი აქვს საქართველოს (ვიდეო)

ევროპის ყველაზე პოპულარული მუსიკალური კონკურსი – Eurovision Song Contest 2026 წელს ბულგარელი მომღერლის, Dara-ს გამარჯვებით დასრულდა. ფინალი, რომელსაც ტრადიციულად მილიონობით მაყურებელი ადევნებდა თვალს ტელეეკრანებიდან ევროპასა და მთელ მსოფლიოში, გამორჩეულად კონკურენტული იყო და საბოლოოდ გამარჯვება სწორედ ბულგარელ მომღერალს ერგო.

Dara სცენაზე ენერგიული შესრულებითა და თანამედროვე პოპელემენტებით დატვირთული კომპოზიციით (Bangaranga) წარდგა. მომღერლის ძლიერი ვოკალი, ქარიზმა და კარგად დადგმული შოუ გახდა ის, რითაც ბულგარელმა არტისტმა როგორც ჟიური, ისე მაყურებელი მოხიბლა.

დარამ მაღალი ქულები მიიღო როგორც პროფესიონალი ჟიურისგან (204 ქულა), ისე სატელეფონო ხმების საშუალებით (312) და დამაჯერებლად გაიმარჯვა 516 ქულით. ბულგარელმა მომღერალმა მეორე ადგილზე გასულ ისრაელს (343) მთელი 173 ქულით გაუსწრო.

მესამე ადგილზე რუმინეთი გავიდა (296), მეოთხეზე – ავსტრალია (287), მეხუთეზე კი – იტალია (281).

შეგახსენებთ, რომ ბუკმეკერები გამარჯვებას ფინეთს უწინასწარმეტყველებდნენ, რომელმაც საბოლოოდ მე-6 ადგილი დაიკავა 279 ქულით.

საქართველო, სამწუხაროდ, ნახევარფინალს ვერ გასცდა და საბოლოო ჯამში 35 მონაწილე ქვეყანას შორის 34-ე ადგილი დაიკავა 5 ქულით. ბოლო ადგილზე ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანია 2 ქულით (აზერბაიჯანის წარმომადგენელი მეორე ნახევარფინალში გამოდიოდა და ფინალში გადასვლა ვერ შეძლო).

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი, რიგით 70-ე ევროვიზია ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა – ელექტროპოპიდან ბალადამდე, გამარჯვება კი თანამედროვე, კომერციულად მიმზიდველ და ენერგიულ პერფორმანსს ხვდა წილად.

ნუცა ყაველაშვილი

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close