ხელოვნება

40 წლის შემდეგ: ABBA-მ 70-იან წლებში ჩაწერილი სიმღერა „გამოამზეურა“ – უკვე შეგიძლიათ მოისმინოთ

შვედურმა ჯგუფმა ABBA-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ახალ ალბომში „Voyage 5“ შევა სიმღერა «Just A Notion», რომელიც თითქმის  40 წლის წინათ არ შეიტანეს ალბომში «Voulez-Vous». მომღერლების თქმით, არ შეუძლიათ თქვან, რატომ არ მოხვდა ის გრამფირფიტაზე მაშინ. ამის შესახებ „აბბა“-ს ოფიციალურ Instagram-გვერდზეა ნათქვამი.

ჯგუფის წევრის, ბიორნ ულვეუსის თქმით, თავადაც ვერ გაიგო, რატომ იქნა მაშინ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. „ეს კარგი სიმღერაა, შესანიშნავი ვოკალით“, – აღნიშნა მან.

 

View this post on Instagram

 

A post shared by ABBA (@abba)

ძველი, მაგრამ მსმენელისთვის ახალი სიმღერის «Just A Notion» მოსმენა ალბომ «Voyage 5»-ის სხვა ტრეკებთან ერთად 5 ნოემბერს იქნება შესაძლებელი. ეს მეცხრე სტუდიური ფირფიტაა ჯგუფის დისკოგრაფიაში, ხოლო პირველი ალბომი – ბოლო 40 წლის განმავლობაში.

ამ დროისთვის შვედური ჯგუფის 40 წლის წინანდელი, თუმცა აქამდე უცნობი ტრეკის – «Just A Notion» მოსმენა მის YouTube არხზე შეგიძლიათ.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close