იტალიასაზოგადოება

იტალია: ნანგრევებიდან კიდევ 2 გარდაცვლილი ამოიყვანეს

დღეს დილისთვის ჯერ კიდევ არ ჰყავდათ ნაპოვნი მაშველებს სიცილიაზე, აგრიჯენტოს რაიონში, რავანუზაში მომხდარი გაზის აფეთქების და ნგრევის შედეგად დაკარგული ორი ადამიანი, თუმცა მოგვიანებით მაშველებმა მათი ცხედრებიც იპოვეს და მსხვერპლთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. გადარჩა მხოლოდ 2 ქალი, რომლებიც ნანგრევების ტყვეობიდან უბედური შემთხვევის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს.

9 გარდაცვლილს შორის ერთი – 30 წლის მედდა ფეხმძიმედ იყო, ბავშვი მალე უნდა დაბადებულიყო. იგი მეუღლესთან ერთად რავანუზაში მის მშობლებთან იმყოფებოდა სტუმრად, როდესაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს, გვიან რავანუზაში საყოფაცხოვრებო გაზის აფეთქების შედეგად 3 შენობა დაინგრა და კიდევ ოთხი დაზიანდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

რამ გამოიწვია გაზის დაგროვება და აფეთქება – ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

15 დეკემბერი აგრიჯენტოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close