fbpx
ქართველები უცხოეთშიარტისტი

„დამბურძგლა, ქართული სიტყვები რომ მოვისმინე“ – თამთა გოდუაძის პირველი ქართულ-ბერძნული სიმღერა (ვიდეო)

საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა თამთა გოდუაძემ პირველი ბერძნულ-ქართული სიმღერა ჩაწერა, რომელსაც დიდი მოწონება ხვდა წილად, მათ შორის, რა თქმა უნდა, საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს შორის.

თამთამ თავისი ახალი სინგლი IAMSTRONG-თან თანამშრომლობით გამოუშვა, პრემიერა 30 ნოემბერს გაიმართა.

სიმღერას დადებითად აფასებს ბერძნული მედია. „დისკოგრაფიაში თავისი 17-წლიანი კარიერის განმავლობაში თამთა, პრაქტიკულად, პირველად მღერის ტექსტს თავის მშობლიურ ენაზე – ქართულად“, – აღნიშნავს mikrofwno.gr.

„თანამედროვე, საშუალო ტემპის მქონე «N.E.R.O.» უჩვეულო მუსიკალური ნარევია ბგერებისა და განწყობებისა, რომელიც განსაკუთრებულ ატმოსფერულ ეფექტს ქმნის“, – წერს გამოცემა.

Youtube-ზე 2 კვირის წინათ, 30 ნოემბერს განთავსებულ თამთას ახალ ვიდეორგოლს – N.E.R.O.-ს ამ დროისთვის 114 ათასამდე ნახვა.

„სულ სხვანაირი მოსასმენია ქართული სიტყვები ️ ნამდვილი ვარსკვლავი ხარ ❤“

„დამბურძგლა, ქართული სიტყვები რომ მოვისმინე ️Μπράβο Τάμτα, είσαι μοναδική (ბრავო, თამთა, უნიკალური ხარ)“, – ეს ქართველების კომენტარებია.

Εξαιρετικη οπος παντααααα! ! ! (არაჩვეულებრივი, როგორც ყოველთვის!!!) – წერს ბერძენი თაყვანისმცემელი.

Εξαιρετική!!! με πολύ υψηλή αισθητική οι δουλειές που κάνει. Διεθνών προδιαγραφών!!! (შეუდარებელი!!! ძალიან მაღალი დონის ესთეტიკური შესრულებაა! საერთაშორისო სტანდარტებით!) – ესეც ბერძნის შეფასებაა.

ნახეთ თამთას ახალი ვიდეორგოლის „ვიზუალური დღესასწაული“ (როგორც მას mikrofwno.gr უწოდებს).

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close