საზოგადოება

თუ ქალის ხელისგულზე შავ წერტილს დაინახავთ, სასწრაფოდ დარეკეთ პოლიციაში

კამპანია სახელწოდებით „შავი წერტილი“ სოციალურ ქსელ Facebook-ში დაიწყო რამდენიმე წლის წინათ და მისი მიზანი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების გამოვლენა და დახმარებაა. ხელისგულზე შავი წერტილი ძალადობის მსხვერპლთა უხმო ყვირილია, რომელიც საშველად გვიხმობს.

სწორედ ხელისგულზე დახატული წერტილით –  პატარა შავი წრით შეუძლიათ ძალადობის მსხვერპლ ქალებს ყურადღება მიიქციონ და უსიტყვოდ გვაცნობონ, რომ საფრთხე ემუქრებათ. ისინი იმედოვნებენ, რომ მათ ჩუმ ყვირილს გაიგებენ და დაეხმარებიან. თუ ვინმეს მსგავს შავ რგოლს დაუნახავთ ხელისგულზე, მაშინვე პოლიციაში დარეკეთ.

კამპანიის ორგანიზატორის თქმით, ხელისგულზე შავი წერტილი არის გზავნილი, რომ ეს ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია და სერიოზული საფრთხის ქვეშაა. „ის ამ ფორმით მიმართავს საზოგადოებას დასახმარებლად, რადგან მოძალადის კონტროლის გამო სხვაგვარად კომუნიკაციას ვერ ახერხებს. სულ რაღაც ერთ დღეში სწორედ ამ კამპანიის წყალობით 6000-მდე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალი გამოვლინდა მთელ მსოფლიოში, ამიტომ ძალიან გთხოვთ, გააზიაროთ ინფორმაცია, რათა თქვენმა მეგობრებმაც გაიგონ. რაც მეტ ადამიანს ეცოდინება ამის შესახებ, მით მეტ ძალადობის მსხვერპლ ქალს გადავარჩენთ“.

კამპანიამ უკვე გადაარჩინა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი უამრავი ქალი. აი, ერთი მათგანის მონათხრობი:

„ორსულად ვარ, ბავშვის მამა კი ძალზე შეურაცხმყოფლად იქცევა. იგი არა მხოლოდ სიტყვიერად მაყენებს შეურაცხყოფას, არამედ ხელითაც მეხება. ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია, ბავშვი ხომ ძალიან მალე უნდა დაიბადოს. გუშინ საავადმყოფოში ვიყავი და ისიც ჩემთან ერთად იყო, გვერდიდან არ მომცილებია. გამოკვლევას ვიტარებდი. ექიმმა საწოლზე დაწოლა მთხოვა და ფარდა ჩამოუშვა. დავიხარე, ავიღე კალამი და ხელზე დავიწერე, რომ დახმარება მჭირდება, სიტყვის თქმა არ შემეძლო. „შავი წერტილის“ კამპანიამ მომცა ძალა, რომ დახმარება მეთხოვა. ახლა კი უსაფრთხოდ ვარ „შავი წერტილისა“ და გულთბილი ადამიანების დახმარებით. დიდი მადლობა. ბავშვი ერთი კვირაში დაიბადება და, როგორც იქნა, უსაფრთხოდ ვარ“.

გააზიარეთ სტატია, რომ ყველამ გაიგოს, რას ნიშნავს „შავი წერტილის“ კამპანია და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი  რაც შეიძლება მეტი ქალის დახმარება გახდეს შესაძლებელი.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close