fbpx
პოლიტიკასაქართველო

გოგა ხაჩიძე სიმღერას – „მიშა მაგარია“ 55 ათას დოლარად ყიდის, მყიდველი უკვე გამოჩნდა

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მიძღვნილი სიმღერა „მიშა მაგარია“ NFT-ით ვაჭრობის ვებგვერდზე, Openseas-ზე აიტვირთა და მისი ფასი 12.02 ეთერიუმია, რაც 55 000 $-ს შეადგენს.

NFT (Nonfungible Token) ჩაუნაცვლებელი  ციფრული  ინფორმაციაა და ის კრიპტოვალუტა ეთერიუმის ბლოკჩეინის ნაწილია.

თუ რატომ გადაწყვიტა გოგა ხაჩიძემ სიმღერის გაყიდვა, ამ კითხვაზე მან გამოცემა „პრაიმტაიმს“ ასე უპასუხა:

„ვყიდი იმიტომ, რომ სწორი დრო და მომენტია, უნიკალური პროდუქტია და NFT გამოცდილებაც საინტერესოა.

ვფიქრობ, ხვალ უფრო ძვირად გაიყიდება.

ჯერჯერობით ერთმა დააფიქსირა ყიდვის სურვილი, ოღონდ დაბალ ფასად. ამ პლატფორმაზე პირველად ვყიდი მუსიკას“.

სიმღერა „მიშა მაგარია“ ჯგუფ „სახეს“ ყოფილმა სოლისტმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა და გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა გოგა ხაჩიძემ დაწერა. სიმღერაზე კლიპი 2007 წელს გადაიღეს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close