fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ინდონეზიაში ვულკანმა გაიღვიძა – მოსახლეობა თავის დაღწევას გაქცევით ცდილობს (ვიდეო)

ინდონეზიის აღმოსავლეთ, ჯავის (ჯავა) პროვინციაში ვულკან სემერუს ამოფრქვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 41 ადამიანი. 

ვულკანიდან ამოფრქვეული კვამლის სიმაღლე 12 000 მეტრს აჭარბებს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორც ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობა კვამლის უზარმაზარი ღრუბლისგან თავის დაღწევას გაქცევით.

ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ფერფლითა და კვამლით დაიფარა მიმდებარე დასახლებები, სტიქიის ზონიდან კი, სულ მცირე, 300 ოჯახი გაიყვანეს.

გარდა ამისა, ადგილობრივმა სააგენტოებმა ავიაკომპანიები გააფრთხილეს, რომ ვულკანის კრატერებიდან ამოფრქვეულმა ფერფლის ღრუბელმა შესაძლოა 15 ათას მეტრს მიაღწიოს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ჯერ კიდევ ვერ ხერხდება რამდენიმე დასახლებამდე მიღწევა, რადგან მისასვლელი გზები ტალახითა და წაქცეული ხეებით არის დაფარული.

სემერუ ინდონეზიაში მდებარე 130 აქტიური ვულკანის რიცხვშია. ის ბოლოს მიმდინარე წლის იანვარში ამოიფრქვა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close