fbpx
კრიმინალისაქართველო

თბილისში 15 წლის მოზარდი მოკლეს – რა გახდა მკვლელობის მიზეზი

თბილისში 15 წლის ბიჭი მოკ­ლეს. შემთხვევა სანზონაში, ლიახვის ქუჩის მიმდებარედ მოხდა. დაჭრილი მოზარდი მერვე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

როგორც ირკვევა, მკვლელობა გოგონას გამო მოხდა, რომელიც მოკლული ბიჭის შეყვარებული იყო.

მოკლულ მოზარდს დათო კ.-ს კონფლიქტი ამ საკითხზე გუშინაც ჰქონდა, დღეს გაგრძელებული გარჩევა კი მკვლელობით დასრულდა. ბიჭს რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

„დათო და დე­და­მი­სი გო­რი­დან არი­ან ჩა­მო­სუ­ლე­ბი და სან­ზო­ნა­ში, ლი­ახ­ვის ქუ­ჩა­ზე ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ. დე­დას იქვე მა­ღა­ზია ჰქონ­და და მკვლე­ლო­ბამ­დე მო­ზარ­დი მას­თან იმ­ყო­ფე­ბო­და. მას­თან 10-მდე ახალ­გაზ­რდა მი­სუ­ლა, დათო მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­უყ­ვა­ნი­ათ და 207-ე სკო­ლის მახ­ლობ­ლად საქ­მის გარ­ჩე­ვა და­უ­წყი­ათ.

გარ­ჩე­ვას ჩხუ­ბი და აყალ­მა­ყა­ლი მოჰ­ყვა, რის შემ­დე­გაც მკვლელ­მა და­თოს და­ნით 10-მდე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მო­ზარ­დი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ზობ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ და­ი­ნა­ხეს, რო­გორ გარ­ბო­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან 10-მდე ახალ­გაზ­რდა. რო­გორც ვი­ცით, მკვლე­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია“, – მოუყვა გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბე­ლმა ambebi.ge-ს.

თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close