fbpx
საქართველო

ვინ იყო პირველი ქართველი ქრისტიანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ?

საქართველოში ქრისტიანობა პირველად უშუალოდ ქრისტეს მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა, რომელიც ტრაპიზონიდან შემოსულა და ჯერ დასავლეთ საქართველოში, შემდეგ კი აწყურის მიდამოებში უქადაგია ქრისტეს რჯული.

საქართველოს ტერიტორიაზე ადრექრისტიანული თემები არსებობდა, რომლებშიც, სავარაუდოდ, დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებულები და მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ანდრია პირველწოდებულის ქადაგება ამ ფენას არ გასცდენია.

საქართველოს გაქრისტიანება კი მეორე მქადაგებელს, წმინდა ნინოს უკავშირდება, რომელიც საქართველოში IV საუკუნის დასაწყისში ჩამოვიდა.

მაგრამ რა ვიცით უფრო ადრეულ ქართველ ქრისტიანებზე, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობდნენ?

მეცნიერები ასახელებენ გაიოს იბერს, როგორც  დოკუმენტურად დადასტურებულ პირველ ქართველ ქრისტიანს. ამის საფუძველს კი მათ ცენტრალურ საბერძნეთში, პლატეასთან აღმოჩენილი ბრინჯაოს ფილა აძლევთ, რომელზედაც მამაკაცის 40 სახელი წერია. სახელთა უმრავლესობა ბერძნულია, მცირე ნაწილი – ბერძნულ-რომაული.

ფილაზე ორი პიროვნების სახელს სპეციალური ეთნიკური ინდიკატორი ახლავს – გაიოს იბერი და ათენოდოროს არმენიელი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პლატეაში აღმოჩენილ ბრინჯაოს ფილაზე ადრექრისტიანული თემია წარმოდგენილი. შესაბამისად, გაიოს იბერი ამ თემის წარმომადგენელია და დოკუმენტურად დადასტურებული პირველი ქართველი ქრისტიანია.

პლატეასთან აღმოჩენილი ბრინჯაოს ფილა II-III საუკუნეების მიჯნით თარიღდება. ის ათენის ეროვნულ მუზეუმში ინახება.

წყარო

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close