fbpx
ისტორიასაზოგადოება

სტალინის შვილთაშვილს სტალინის ნეშტის ექსჰუმაცია და გადასვენება სურს

იოსებ სტალინის შვილიშვილის შვილმა სელიმ ბენსაადმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, პატრიარქ კირილეს სთხოვა, „მსაჯული“ იყოს დისკუსიაში სტალინის ნეშტის გადასვენების შესახებ.

სტალინის შვილიშვილის შვილი ამტკიცებს, რომ სტალინს სურდა ნოვოდევიჩის სასაფლაოზე ყოფილიყო დაკრძალული თავისი მეორე მეუღლის, ნადეჟდა ალილუევას გვერდით. გარდა ამისა, ის ითხოვს, მოხდეს მისი დიდი პაპის ნეშტის ექსჰუმაცია, რათა შემოწმდეს ჰიპოთეზა მისი მოწამვლის შესახებ.

ბენსაადმა განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს მიმართა, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ მისი დიდი პაპა მორწმუნე ადამიანი იყო. მან ასევე თქვა, რომ სურს, ხატი, რომელიც თითქოს სტალინს ეკუთვნოდა, გადასცეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ან შეიარაღებული ძალების ცენტრალურ ტაძარს (საუბარია სტალინის უნიკალურ და ნაკლებად ცნობილ, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხატზე, რომელიც სტალინს თან ჰქონდა ყველა ბანაკსა და გადასახლებაში და რომელიც ყოველთვის იყო ბელადის მაგიდის უჯრაში, მის სიკვდილამდე. ამბობენ, რომ სტალინი ყოველ საღამოს იღებდა უჯრიდან ხატს და ლოცულობდა, ხოლო შემდეგ ისევ უჯრაში ათავსებდა – nostal.ge).

1953 წელს სტალინის სიკვდილის შემდეგ მისი ცხედარი მავზოლეუმში მოათავსეს წითელ მოედანზე, 1961 წელს კი, მას მერე, რაც „პიროვნების კულტი“ ამხილეს, ის კრემლის კედელში დაკრძალეს.

ბენსაადის პაპა სტალინის უფროსი ვაჟი იაკობ ჯუღაშვილი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის ტყვეობაში დაიღუპა. იაკობის ქალიშვილი გალინა ცოლად გაჰყვა ალჟირის მოქალაქეს, ჰოსინ ბენსაადს. სელიმი მათი ვაჟია. ჟურნალისტ ლანა პარშინასთან ერთად მან დაწერა წიგნი „სტალინის ოჯახის საიდუმლოები“.

წყარო: radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close