fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტები

პატიმრობა და სოლიდური ჯარიმა ელის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს საკუთარი ძაღლის ვეგანურ კვებაზე გადაყვანის გამო

ბრიტანელი ავტომრბოლელი, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ფორმულა 1-ში ლიუის ჰემილტონი შესაძლოა, დააპატიმრონ და სოლიდური ჯარიმა დააკისრონ იმის გამო, რომ საკუთარი ძაღლი ვეგანურ კვებაზე იძულებით გადაიყვანა.

„მერსედესის“ 36 წლის პილოტმა რამდენიმე ხნის წინ ინსტაგრამში გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც მისი ბულდოგი „როსკო“ კერძო თვითმფრინავში ზის და წინ უდევს ბოსტნეული და ხილი. ჰემილტონს არაერთხელ უსაუბრია იმის შესახებ, რომ ბოლო ორი წელი მისი ძაღლი მცენარეულ დიეტაზე ზის.

ცხოველთა უფლებების დაცვის საქველმოქმედო ორგანიზაცია „ცისფერი ჯვრის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარი ცხოველების არასწორი კვება ცხოველთა დაცვის შესახებ 2006 წელს მიღებული კანონის დარღვევას წარმოადგენს, რაც დამრღვევი პირის პატიმრობასა და მისთვის 20 ათასი ფუნტის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.

ნუცა ყაველაშვილი

 

View this post on Instagram

 

A post shared by Roscoe Hamilton (@roscoelovescoco)

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close