fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

კაცმა, რომელმაც გაიგო, რომ სიმსივნით დაავადებული მისი საცოლე ერთ კვირაში გარდაიცვლებოდა, ქორწილი დააჩქარა

დიდ ბრიტანეთში 48 საათში დაგეგმეს და გამართეს ქორწილი, რომელსაც წყვილის ახლობლები 10 წელი ელოდნენ, – ამის შესახებ BBC წერს.

კიტ პირსმა ენ რადოკს ხელი 10 წლის წინ სთხოვა, თუმცა მას შემდეგ წყვილს დიდი განსაცდელი მოევლინა – ქალს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და ქორწილიც გაურკვეველი ვადით გადაიდო.

19 ოქტომბერს მას ექიმებმა უთხრეს, რომ დაახლოებით ერთი კვირა ჰქონდა დარჩენილი სიცოცხლისთვის.

მისმა საქმრომ გადაწყვიტა, რომ ეს დრო როგორც მის მეუღლეს, ისე გაეტარებინა და ახლობლების დახმარებით, ქორწილიც შედგა. მისი ხარჯები კი, ერთ-ერთმა კომპანიამ გაიღო.

კიტ პირსი, ენ რადოკი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close