საქართველო

რუსთავის ციხეში გაჩენილ ხანძარს 2 პატიმრი ემსხვერპლა – „17 წელი იჯდა ციხეში, 9 თვე ჰქონდა დარჩენილი“ (ვიდეო)

რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს 2 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზებით, 14 ოქრომბერს დაახლოებით 14:20 საათზე მოხდა.

ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება საღამოს მოახერხეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებით, N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის – რომან ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული.

„კურიერის“ ცნობით, ერთი პატიმარი შევარდა შიგნით მეორე პატიმრის გადასარჩენად და სამწუხაროდ იქიდან ვეღარ გამოვიდნენ.

როგორც „ინფო რუსთავმა“ გაარკვია, გარდაცვლილი მამაკაცებიდან ერთი 39, მეორე კი 48 წლის იყო. სააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთმა მათგანმა ციხეში 17 წელი გაატარა და საპატიმროს 9 თვეში ტოვებდა.

კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა კომპანია „ილი ჯგუფის“ (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშრომელიც, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

№17 პენიტენციური დაწესებულება ერთ-ერთი ყველაზე დიდია საქართველოში. ბოლო მონაცემებით, იქ მოთავსებულია 1,5 ათასი მსჯავრდებული, მათგან 756 სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close