მსოფლიოსპორტი

ეთერ ლიპარტელიანმა პარიზის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დღეს დაიწყო გრან სლემი ძიუდოში. ტურნირზე საქართვერლოს ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადილისთვის ბრძოლა ქართველსა და ფრანგ ძიუდოისტს შორის არ გამართულ, ვინაიდან ეთერის მოწინააღმდეგე საჭიდაოდ არ გამოცხადდა.

ქართველმა სპორტსმენმა გრან სლემზე პირველი ბრძოლა მავრიტანიელ კრისტიან ლეგენტილს მოუგო სუფთა გდებით, მეორე წრეში კი ახალგაზრდა ფრანგ ძიუდოისტთან დამარცხდა.

ეთერმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟიდან გააგრძელა, სადაც ფრანგი სპორტსმენი პრისცილა გნეტო ულამაზესი გდებით, სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ფინალშო გავიდა

დღეს ტურნირზე უნდა ეჭიდავა ვაჟა მარგველაშვილს (73კგ), მაგრამ სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მან ასპარეზობა ვაღარ გააგრძელა.

ხვალ პარიზის გრან სლემზე სამი ქართველი – ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ლუკა მაისურაძე (90კგ) და ონისე სანებლიძე (100კგ) იასპარეზებენ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close