fbpx
ეკონომიკასაქართველო

ფულადი გზავნილები რეკორდულ 1.7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა – TOP-დონორი ქვეყნები

2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით რეკორდულად დიდი თანხა, $1.7 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა – ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, მიღებული გზავნილები წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია. კონკრეტული თვეების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა – $209.7 მილიონი სექტემბერში გადმოირიცხა, რაც ზოგადად, ერთი თვის განმავლობაში მიღებული გზავნილების მოცულობის რეკორდია და წინა წლის მაჩვენებელს 9%-ით აღემატება.

რაც შეეხება ფულადი გზავნილების წყაროებს – კვლავინდებურად, ყველაზე მეტი ფული რუსეთის ფედერაციიდან შემოდის, საიდანაც მიმდინარე წლის 9 თვეში $301 მილიონი გადმოირიცხა. $282.7 მილიონით მეორე ადგილზეა იტალია, $210 მილიონით მესამეზე – აშშ, მეოთხე ადგილს კი $181.5 მილიონით კვლავ საბერძნეთი იკავებს.

გზავნილების ძირითადი ქვეყნების რეიტინგი საქართველოდან ემიგრაციაში წასული მოსახლეობის განაწილებას ასახავს.

2021 წლის განმავლობაში ფულადი გზავნილების რეიტინგი ქვეყნების მიხედვით ასეთია:

1. რუსეთის ფედერაცია – $301 მილიონი, ზრდა წინა წელთან 18%
2. იტალია – $283 მილიონი, ზრდა წინა წელთან 33%
3. აშშ – $210 მილიონი, ზრდა წინა წელთან 35%
4. საბერძნეთი – $182 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%
5. ისრაელი – $137 მილიონი, ზრდა წინა წელთან 20%
6. გერმანია – $80 მილიონი, ზრდა წინა წელთან 59%
7. თურქეთი – $79 მილიონი, ზრდა წინა წელთან 2%
8. უკრაინა – $70 მილიონი, ზრდა წინა წელთან 22%
9. აზერბაიჯანი – $64 მილიონი, ზრდა წინა წელთან 72%
10. ესპანეთი – $41 მილიონი, ზრდა წინა წელთან 19%
11. ყაზახეთი – $32 მილიონი, ზრდა წინა წელთან 150%
12. საფრანგეთი – $28 მილიონი, ზრდა წინა წელთან 42%
13. პოლონეთი – $23 მილიონი, ზრდა წინა წელთან 16%
14. კანადა – $17 მილიონი, ზრდა წინა წელთან 30%
15. გაერთიანებული სამეფო – $15 მილიონი, ზრდა წინა წელთან 20%
16. ირლანდია – $15 მილიონი, ზრდა წინა წელთან 55%
17. ყირგიზეთი – $13 მილიონი, ზრდა წინა წელთან 182%
18. კვიპროსი – $12 მილიონი, ზრდა წინა წელთან 22%
19. სომხეთი – $9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 8%
20. არაბთა გაერთიანებული საამიროები – $8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 18%

მსოფლიო ბანკის უკანასკნელი შეფასებით, რომელიც 2019 წლის მონაცემებს ეფუძნება, ფულადი გზავნილები საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 13%-ის ოდენობისაა, რაც მსოფლიოს მასშტაბით 21-ე პოზიციაა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფულად გზავნილებზე უფრო მაღალი დამოკიდებულების მაჩვენებელი მხოლოდ უღარიბეს განვითარებად და საქართველოზე ღარიბ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებშია.

2021 წლის განმავლობაში რეკორდულად გაზრდილი ფულადი გზავნილები, სავარაუდოდ, მიმდინარე პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის შედარებითი სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

bm.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close