fbpx
მოგზაურობა

აშშ სრულად ვაქცინირებული უცხოელებისთვის სახმელეთო და საჰაერო საზღვრებს გახსნის – როდიდან ამოქმედდება ახალი წესები

აშშ სრულად ვაქცინირებული უცხოელი მოგზაურებისთვის სახმელეთო და საჰაერო საზღვრებს 8 ნოემბრიდან გახსნის.

„8 ნოემბრიდან ძალაში შედის აშშ-ის ახალი სამოგზაურო პოლიტიკა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქე მოგზაურებისთვის ვაქცინაციას ითხოვს. აღნიშნული წესები ეხება როგორც საერთაშორისო საჰაერო, ისე სახმელეთო მოგზაურობას“, – ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის თანაშემწის, კევინ მუნოზის განცხადებაში, რომელიც მან სოციალურ ქსელ ტვიტერში გაავრცელა.

ამასთან, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ცნობით, საჰაერო მგზავრობისთვის მისაღები იქნება აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინა. ანალოგიური წესი სავარაუდოდ გავრცელდება სახმელეთო საზღვრებზეც.

გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მოგზაურობაზე შეზღუდვები აშშ-ში 2020 წლის მარტიდან მოქმედებს, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია გამოაცხადა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close