fbpx
ქართველები უცხოეთშისპორტი

ბასილაშვილმა ბერძენი ციციპასი დაამარცხა და 1/2-ფინალში გავიდა – რა თანხა გამოიმუშავა ნიკამ ამ გამარჯვებით

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსზე წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. მან ამჯერად მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაამარცხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს 2 საათსა და 11 წუთში მოუგო სამსეტიან ბრძოლაში  და კარიერაში პირველად მასტერსის ნახევარფინალში გავიდა.

დღევანდელი გამარჯვებით ბასილაშვილმა 335 000$ გამოიმუშავა; იგი მსოფლიო რეიტინგში, სულ ცოტა, 7 პოზიციით დაწინაურდა და 29-ე ადგილი გარანტირებული აქვს; თუ ნიკოლოზ ბასილაშვილი ნახევარფინალშიც გაიმარჯვებს, მისი ქულები 2 000-ს გადააარბებს და იგი 27-ე პოზიციაზე გადავა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close