საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში საჯარო და კერძო სექტორის არავაქცინირებულ თანამშრომლებს ყოველკვირეულად საკუთარი ხარჯებით მოუწევთ კორონავირუსზე ტესტის ჩატარება

საბერძეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 13 სექტემბრიდან საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებს ყოველკვირეულად მოუწევთ საკუთარი ხარჯებით კორონავირუსზე ტესტის აღება ან ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობის ტარება.

ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გარდა ამისა, სკოლებში არავაქცინირებულ 12 წელს ზემოთ ასაკის მოსწავლეებს ტესტირებისთვის აუცილებელი ნაკრები გადაეცემათ, რასაც სახელმწიფო დაფარავს.

ანალოგიური შეზღუდვები იმოქმედებს სპორტულ ღონისძიებებზე, მუზეუმებში, რესტორნებსა და კინოთეატრებში.

როგორც მედია წერს, მთავრობის გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ საბერძნეთში ვაქცინაციის დონე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ჩამორჩება. ამ დროისთვის, სრულად საბერძნეთის მოსახლეობის 56 პროცენტია აცრილი, მაშინ როცა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი 60 პროცენტს შეადგენს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close