fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთში ხვალიდან, 14 სექტემბრიდან მესამე დოზით აცრა იწყება

COVID-19-ის ვაქცინის ბუსტერულ დოზას პირველ ეტაპზე დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები მიიღებენ

საბერძნეთში ხვალიდან, 14 სექტემბრიდან დაიწყება COVID-19-ის ვაქცინის მესამე – ბუსტერული დოზით იმ ადამიანების აცრა, რომლებსაც დაქვეითებული იმუნიტეტი აქვთ. ამის შესახებ cnn.gr წერს.

როგორც პირველადი ჯანდაცვის გენერალურმა მდივანმა მარიოს თემისტოკლეუსმა განაცხადა, ხვალიდან უნდა გაიხსნას მე-3 დოზით აცრის პლატფორმა.

უკვე დღეიდან, 13 სექტემბრიდან კი დაახლოებით 285 000 მოქალაქე მიიღებს შეხსენებას თავის მობილურ ტელეფონზე, რომ ვაქცინაციის ვიზიტი დაჯავშნოს.

სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ΕΡΤ-ის ცნობით, პაციენტების ამ დიდ ჯგუფში შედიან ის ადამიანები, რომლებსაც სასიცოცხლო ორგანოების ან ჰემატოპოეტური უჯრედების ტრანსპლანტაცია ჩაუტარდათ, ვისაც თირკმლის უკმარისობა აწუხებს და მკურნალობს, სიმსივნურ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობეის კურსს გადიან; აუტოიმუნური დაავადებების ან ისეთი დაავადებების მქონე პაციენტებს, რომლებიც იმუნოსუპრესიას იწვევს, აგრეთვე, შიდსით დაავადებულებს, რომელთა cd4 200-ზე ნაკლებია.

კიდევ ერთი კატეგორია, რომელსაც მესამე დოზა სჭირდება – ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც 20 მგ-ზე მეტ კორტიზონს იღებენ 30-ზე მეტი დღის განმავლობაში.

როგორც თემისტოკლეუსმა განმარტა, ვაქცინაციის ეროვნული კომიტეტის რეკომენდაციის შესაბამისად, ბუსტერული დოზით ვაქცინაცია ახლო მომავალში სხვა კატეგორიებისთვისაც გაიხსნება. სავარაუდოდ, ესენი იქნებიან  ხანდაზმულთა სახლების მობინადრეები და 60 წელზე მეტი ასაკის პირები.

როდის არის შესაძლებელი მესამე დოზის მიღება?

ვაქცინების – Pfizer-ის და Moderna-ს, აგრეთვე, Astra Zeneca-ს მეორე დოზის მიღებიდან ან ერთდოზიანი „ჯონსონ & ჯონსონის“ აცრიდან, სულ ცოტა, 4 კვირის შემდეგ შესაძლებელია Covid19-ის ვაქცინის მესამე – ბუსტერული დოზის მიღება.

აღნიშნულია, რომ მთლიანად მოსახლეობაში აცრიდან 8 თვის შემდეგ, ზოგ შემთხვევაში 9 თვის და მეტი ხნის შემდეგ ანტისხეულების რაოდენობა მცირდება. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ სრულად ვაქცინაცირებულები ამ ხნის შემდეგ ეფექტიანად დაცულები აღარ არიან ვირუსისგან, თუმცა მესამე დოზა დაცვას აძლიერებს (ზოგიერთი კვლევით, საშუალოდ, 7-8-ჯერ).

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close