პოლიტიკა

დიპლომატიური სკანდალი – სააკაშვილის თქმით, ისრაელის სპეცსამსახურებმა ერთ-ერთ დიპლომატს ქობულეთში ქალი შეუგზავნეს და ფარულად გადაუღეს

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი მმართველობის პერიოდში კატეგორიულად აკრძალული ჰქონდა საქართველოს და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის ადამიანების პირადი ცხოვრების გადაღება და ამით დაშანტაჟება.

„ტვ პირველის“ ეთერში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვას, იცოდა თუ არა სააკაშვილმა, რომ მისი მმართველობისას ადამიანებს ფარულად უღებდნენ, სააკაშვილმა უპასუხა:

„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ჩემგან ყველა ჩვენს სპეცსამსახურს ჰქონდა კატეგორიული მითითება, რომ ადამიანების პირად ცხოვრებას არ შეხებოდნენ. თუ ვიღაცამ ეს დაარღვია, იმ ადამიანს აქვს თავი მოსაგლეჯი“.

„2006 თუ 2007 წელს მითხრეს, რომ სპეცსამსახურებმა იტრაბახეს, რომ გადაიღეს რუსეთის დაზვერვის აგენტის და დიპლომატის პირადი ცხოვრების კადრები“.

„სასწრაფოდ დავიბარე [შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო] მერაბიშვილი და ვუთხარი, გავიგე, რომ ასეთი რაღაცა არის. მესმის, რომ გგონიათ, ეს მაგარი საქმე გააკეთეთ, მაგრამ გაანადგურეთ ეს კადრები დაუყოვნებლივ და ჩვენ არასოდეს მტრებსაც კი არ ვუღებთ, – და მტრები იყვნენ ესენი, რა თქმა უნდა, პირადი ცხოვრების კადრებს. იპოვეთ სხვა საშუალება მათზე ზემოქმედების, მაგრამ პირადი ცხოვრება ჩემი მმართველობის დროს რუსეთის ჯაშუშების მიმართაც არ იქნება გამოყენებული“, – ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილი მეორე მსგავს შემთხვევასაც იხსენებს.

„ისრაელის მოსადის წარმომადგენელი გავაგდეთ, რადგან  გადაუღო ისრაელის კონკურენტის, ერთ-ერთი სხვა ქვეყნის, დიპლომატს… მოსადის წარმომადგენლობა დავხურეთ და მისი წარმომადგენელი გავაგდეთ, რადგან გადაუღეს ისრაელის მოწინააღმდეგე ერთ-ერთი ქვეყნის დიპლომატს ქობულეთში, სასტუმროში, პირადი ცხოვრების კადრები. შეუგზავნეს ქალები და გადაუღეს“.

„ეს რომ გავიგე, … [მაშინვე ვთქვი], აბა, ახლა დაახვიოს აქედან. იმის მიუხედავად, რომ ისრაელთან ძალიან კარგი ურთიერთობები გვქონდა, იმის შემდეგ რამდენიმე წელი მოსადის წარმომადგენლობა დახურული იყო საქართველოში“, – თქვა სააკაშვილმა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close